ოკეანე ტიტანზე

 მტკიცებულება თხევადი ოკეანის არსებობაზე, რომელიც სატურნის დიდი თანამგზავრის, ტიტანის ზედაპირის ქვეშ იმალება, ნაპოვნია. ახალი კვლევებით დადგინდა, რომ სატურნთან მიახლოებისას ტიტანი პლანეტის გრავიტაციული ზემოქმედებით მნიშვნელოვნად დეფორმირდება. მეცნიერები ამას ზედაპირის ქვეშ მყოფი ოკეანის არსებობით ხსნიან.

ფება პლანეტოშენადედია

  ბოლო მონაცემების მიხედვით, რომლებიც „კასინიმ“ მოიპოვა, სატურნის თანამგზავრი ფება შეიძლება კოიპერის სარტყლიდან იყოს, ამიტომ ბევრი საერთო პლანეტებთან უფრო ექნება, ვიდრე თანამგზავრებთან.

საპლანეტათშორისო ავტომატური თანამგზავრი ”კასინი”

 აპარატს სახელი იტალიელი ასტრონომის ჯოვანი კასინის საპატივცემულოდ შეარქვეს. კოსმოსური მისიის ნაწილი იყო პროგრამა კასინი-ჰიუიგენსი(ტიტანზე დასაშვები ზონდი ”ჰიუიგენსი”, NASA-ESA-იტალია).

სატურნის ორი თანამგზავრი

 სატურნის ორი ყველაზე დიდი თანამგზავრის გამოსახულება საპლანეტათშორისო სადგურმა ”კასინიმ” გააკეთა. ფოტოზე რეა და ტიტანია წარმოდგენილი. გამოსახულება 2011 წლის 10 დეკემბერს მიიღეს, ხოლო საჯაროდ 2012 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.

ურანი

საშუალო დაშორება მზიდან – 2 871 მლნ. კმ
დიამეტრი – 51 118 კმ
ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე – 6,81 კმ/წმ
ერთი ბრუნი მზის გარშემო – 84 წელი
თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 9,0 მ/წმ2
მეორე კოსმოსური სიჩქარე: 21,4 კმ/წმ
ტრიალის მიმართულება: საწინააღმდეგო
ზედაპირის ტემპერატურა: -220°С
ღერძის გარშემო ერთი ბრუნი: 17 სთ 14 წთ 
დედამიწიდან დაშორება: 2,6 დან 3,2 მლრდ.კმ