ოხ(ეხ) მთვარე, მთვარე…

 სტატია ამის შსახებ ჟურნალ Sky and Telescope-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ტეხასის უნივერსიტეტის პრეს-რელიზში შეგიძლიათ წაიკითხოთ, რომლის თანამშრომლები კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სწორედ აისბერგების დიდი რაოდენობა ითვლება ”ტიტანიკის” დაღუპვის მიზეზად.

 ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 1912 წელს შედგა კონფიგურაცია, რომელიც 1400 წელიწადში ერთხელ ხდება. 1912 წლის 3 იანვარს დედამიწა პერიჰელიუმში იმყოფებოდა(მზესთან უახლოეს წერტილში), ხოლო მეორე დღეს მთვარეც აღმოჩნდა პოზიციაზე, რომელზეც მისი გრავიტციული ზემოქმედება მზემ გაძლიერა. მოძრაობს რა დედამიწის გარშემო, მთვარე ყოველთვის 3%-ით უფრო ახლოს არის დედამიწის ზედაპირის იმ ნაწილთან რომელის მხარესაც იმყოფება. ეს მხარე 7%-ით უფრო ძლიერად მიიზიდება ვიდრე საპირისპიროდ მყოფი. მოქცევის ძალად წოდებული ეს ძალა, დეფორმაციას უკეთებს მთელ დედამიწას. ამის გამო ზედაპირზე ჩნდება მცირე ზომის(30 სმ) ამოზნექილობები, რომლებიც მთვარის მოძრაობის მიმართულებით მოძრაობენ. წყალი თხევადი ნივთიერებაა და მასზე ეს ეფექტი უფრო შესამჩნევია ვიდრე დედამიწის მყარ ქერქზე. ვიწრო ყურეებში წყლის მოქცევის ტალღა 10 მეტრამდეც კი იზრდება. GPS-ით და ლაზერული სიმაღლის საზომი საშუალებებით კოსმოსიდან, ამ მოძრავი, მოქცევის ტალღის ზომების დაფიქსირება მილიმეტრული სიზუსტით ხდება.

 შედეგად, დეამიწაზე რეკორდული სიმაღლის მოქცევები დაიწყო. ამის გამო გრენლანდიის მყინვარებს დიდი რაოდენობით აისბერგები გამოეყო. ერთ-ერთი მათგანი კი ”ტიტანიკს” შეეჯახა.

 ლაინერი ”ტიტანიკი” ევროპიდან ამერიკაში 1912 წლის აპრილში გაემგზავრა, 2200 ადამიანით ბორტზე. 5 დღის მერე ის აისბერგს დაეჯახა და ჩაიძირა. სხვა და სხვა მონაცემების მიხედვით დაიღუპა 1400-დან 1517-მდე ადამიანი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.