ფება პლანეტოშენადედია

 ბოლო მონაცემების მიხედვით, რომლებიც „კასინიმ“ მოიპოვა, სატურნის თანამგზავრი ფება შეიძლება კოიპერის სარტყლიდან იყოს, ამიტომ პლანეტებთან უფრო ბევრი საერთო ექნება, ვიდრე თანამგზავრებთან.

 212 კილომეტრიანი დიმატერით ფება სატურნის შორეულ ორბიტაზე მყოფ სხეულთა შორის ყველაზე დიდია(ტიტანი). სატურნის გარშემო საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვა მისი სატურნის სისტემის გაერე წარმომავლობაზე მიუთითებს. ის, ალბათ, სატურნმა თავისი ძლიერი გრავიტაციით გამოიჭირა. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ფება მზის სისტემის ფორმირების დროინდელი ნარჩენია – პლანეტოშენადედი – სატურნის სისტემაში შესვლამდელი ისტორიით.

მიუხედავად ამისა, ფება ცუდათ „გამოიყურება“ – მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და უსწორმასწორო ფორმა აქვს, ოდესღაც ის სფეროს ფორმის უნდა ყოფილიყო. რადიოაქტიურ ელემენტთა წინა შემადგენლობა სითბოს გამოიმუშავებდა, რის გამოც ფება „,გამოიფიტა“, ხდებოდა რა სულ უფრო მკვრივი. ახლა მას პლუტონის, კოიპერის სარტყლის კიდევ ერთი ობიექტის, მსგავსი სიმკვრივე აქვს.

 რაღაც მომენტში ფებაზე, სავარაუდოთ, იყო წყალი, რომლის თხევად მდგომარეობაში ყოფნას რადიოაქტიური დაშლით გამოყოფილი სითბო უწყობდა ხელს. ასე გრძელდებოდა, სანამ სითბოს წყარო არ ამოიწურა, შემდეგ ფება გაიყინა, მისი ყინულოვანი ზედაპირი კი „კასინიმ“ დაამოწმა.

 სატურნისეული მთვარის „კასინით“ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებს ახალი იდეები გაუჩნდათ, თუ რა ხდებოდა მზის სისტემაში შორეულ წარსულში. რამ აიძულა ფებას ასე ახლოს მისულიყო სატურნთან, რომელმაც იგი თავის თანამგზავრად აქცია? როგორ გადაურჩა იგი იმ შეჯახებებს, რომლებსაც სხვები ვერ გადაურჩნენ? სანამ „კასინი“ კვლევას აგრძელებს სულ უფრო მეტი პასუხები და კიდევ უფრო მეტი კითხვები გაჩნდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.