M13-ის ვარსკვლავთა ფერები და ელვარება

 M13-ს, ჰერკულესის თანავარსკვლავედის დიდ სფერულ გროვასაც უწოდებენ. დედამიწიდან 25 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე, ასეულობით ათასი ვარსკვლავისგან შემდგარი სფეროს დიამეტრი დაახლოებით 150 სინათლის წელია. M13-ის მკაფიო ფერადი ფოტო ამ გამოსახულების მარცხენა მხარეს, ყველა ასტრო ფოტოგრაფისთვის არის ნაცნობი, მარჯვენა ნაწილი კი კიდევ უფრო მეტს გვეუბნება მის შესახებ. გრაფიკზე, რომელიც ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამის (!!!) სახელითა რის ცნობილი, ნაჩვენებია ცალკეული ვარსკვლავების ხილული ელვარება და ფერის მაჩვენებელი. ეს უკანასკნელი არის სხვაობა მათ ელვარებას შორის (ვარსკვლავური სიდიდით) წითელ და ცისფერ ფილტრებში, აღნიშნული (B-R)-ით. ცისფერი ვარსკვლავები – ცხელია, წითელი – ცივი, ამიტომ შეესაბამება ფერის მაჩვენებლის ზრდა ტემპერატურის კლებას. დიაგრამის მარცხენა მხარეს ცხელი ცისფერი ვარსკვლავებია, მარჯვნივ – მოწითალო ცივი. ამ დიაგრამაზე M13-ის ვარსკვლავები რამდენიმე ჯგუფად არის დაყოფილი. მარჯვენა ქვედა კუთხიდან დიაგონალზე მიმავალი ფართო ზოლი – გროვის მთავარი მიმდევრობაა. ზოლი მკვეთრ მოხვევას მარჯვენა ზედა კუთხისკენ აკეთებს, წითელი გიგანტების ტოტის წარმოქმნით, ხოლო ცისფერი გიგანტები კი მარცხნივ მაღლა ჯგუფდება. ყველა ეს ვარსკვლავი ერთი ვარსკვალთშორისი ღრუბლისგან, ერთი და იგივე დროს ჩაისახა და მთავარ მიმდევრობაზე იყო, თან შედარებით მცირე მასის მქონე მნათობები უფრო ახლოს იყო ქვედა მარჯვენა კუთხესთან. დროთა განმავლობაში, შედარებით მასიური ვარსკვლავები ევოლუციონირებდნენ და მთავარი მიდევრობიდან წითელი გიგანტების ტოტზე გადავიდნენ, მერე ცისფერი გიგანტები გახდნენ და ევოლუცია განაგრძეს (როგორ კვდებიან ვარსკვლავები). მთავარი მიმდევრობიდან გადახრა წითელი გიგანტებისკენ, გვიჩვენებს, რომ ამ გროვის ასაკი 12 მილიარდი წელია (M13 – ვარსკვლავების უზარმაზარი სფერული გროვა; გზავნილი არესიბოდან; აღმოჩენილია მზის ძმა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.