მიკრო და სუპერ-მთვარე

 წინა ოთხშაბათის ღამეს დიდი და ლამაზი სავსე მთვარე ალბათ იხილეთ. სინამდვილეში ეს მიკრო-მთვარე იყო! იმ ღამით 2014 წლის ყველაზე პატარა სავსემთვარეობა იყო, როცა მთვარემ სრულ ფაზას რამდენიმე საათით ადრე მიაღწია, სანამ აპოგეას გაივლიდა – თავისი ელიფსური ორბიტის დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილს. გასული წლის 2 ივნისს, თქვენ სუპერ-მთვარე იხილეთ(ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერ სავსემთვარეობა”), როცა სავსემთვარეობა პერიგეასთან ახლოს, მთვარის ორბიტის დედამიწათან უახლოეს წერტლზე მოხდა. ამ შედგენილ გამოსახულებაზე 15 იანვრის მიკრო-მთვარისა და გასული წლის 22 ივნისის სუპერ-მთვარის კუთხური ზომების შედარებაა წარმოდგენილი. ორივე ფოტო პერუჯაშია გადაღებული, იტალია. ორი მთვარის ხილული ზომების განსხვავება 50 ათასი კოლომეტრის განხვავებას წარმოგვიდგენს პერიგეასა და აპოგეას წერტილებს შორის მთვარემდე 380 000 კილომეტრი საშუალო მანძილისას. როდის იქნება შემდეგი მიკრო-მთვარეობა? ეს 2015 წლის 5 მარტს მოხდება, როცა სავსემთვარეობა ისევ აპოგეაზე გავლამდე რამდენიმე საათით არე მოხდება(სუპერმთვარე მზის წინააღმდეგ; ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ). 

ქართველი ასტრომოყვარულის(გ.ჯ.) მიერ გადაღებული 2014 წლის აგვისტოს სუპერსავსე მთვარე.

supersavse 2014 agvisto

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.