როგორც სრულფასოვანი ვარსკვლავები, ყავისფერი ჯუჯებიც გაზური ღრუბლების კოლაფსით ფორმირდებიან (ერთ ადგილზე შეგროვება და შეკუმშვა), თუმცა ისინი თერმობირთვული რეაქციების დიდხანს შენარჩუნებას ვერ ახერხებენ არასაკმარისი მასის გამო.
სპიცერის სახელობის ორბიტალური ტელესკოპი.
ზეახალის ნარჩენი კასიოპეია-ა ჩვენგან საკმაოდ შორს მდებარეობს – 11 000 სინათლის წელი. ამ ზეახალის აფეთქების შუქი, რაც მასიური ვარსკვლავის სიკვდილზე მეტყველებს, დედამიწაზე 330 წლის წინათ მოვიდა.ამ გამოსახულებაზე, რომელიც შედგენილია რენტგენის და ოპტიკურ



ვარსკვლავის ფერს მისი ტემპერატურა განსაზღვრავს. წითელი ვარსკვლავები ცივები არიან, მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 3000 კელვინია, ცისფერები გაცილებით ცხელები არიან, ზედაპირის ტემპერატურა 30 000 კელვინს აჭარბებს. ჩვენი ყვითელი ვარსკვლავის, მზის ზედაპირი 6000 კელვინამდეა გაცხელებული. ფერთა განსხვავება, თვალსაჩინოებისთვის, უკეთესად შეიმჩნევა წარმოდგენილ ფოტოზე, რომელზეც ვარსკვლავები გადაღებულია ობიექტივის ფოკუსის საფეხურობრივი ცვლილებით.