მაშინ როცა სხვა პულსარები ბერდებიან, პულსარი PSR B1509-58 ახალგაზრდად გამოიყურება. სინათლე, რომელიც ამ ზეახალის აფეთქების მერე გამოსხივდა, დედამიწამდე მინიმუმ 1700 წლის მერე მოვიდა. დამაგნიტებული, 20 კილომეტრი დიამეტრის ნეიტრონული ვარსკვლავი 7 ბრუნს აკეთებს წამში ღერძის გარშემო.
ავტორი: კახა გოგოლაშვილი
არის თუ არა ოფიციალურად დადასტურებული უცხოპლანეტელების არსებობა?(თემური)
უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, მათ შორის არც მიკრობების დონეზე, არც რაიმე რადიოსიგნალია მიღებული კოსმოსიდან, მხოლოდ ვარაუდები… ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ საჯაროდ გამოაქვეყნა ამ თემასთან დაკავშირებული ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი, თუმცა უფრო მაღალი დონის არც ერთ პოლიტიკოსს არ დაუდასტურებია ამ მასალების უტყუარობა.
დედამიწის ზუსტი ფორმა

ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) მეცნიერებმა წარმოადგინეს გეოიდის დღეისათვის ყველაზე ზუსტი მოდელი.
ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია
ბარიონული ბნელი მატერია
ბარიონულია ჩვენთვის ცნობილი ნორმალური ნივთიერება, მატერია, რომელიც შედგება პროტონების, ნეიტრონების და ელექტრონებისგან. არსებობს ბარიონული ანტიმატერიაც.ბნელი მატერიის მცირე ნაწილი(4-5%) ჩვეულებრივი ნივთიერებისგან(ბარიონული) შედგება, რომელიც საერთოდ ან თითქმის არ ასხივებს და ჩვენთვის უხილავი რჩება.
პირველი ფოტოები “მესენჯერიდან”(Messenger)
თუმცა “მესენჯერი” უკვე 24300 დღეა კოსმოსშია, ყველაზე საინტერესო მხოლოდ ახლა იწყება(jhuapl.edu).
NGC 5584 და სამყაროს გაფართოება
დიდი და ლამაზი გალაქტიკა NGC 5584-ის დიამეტრი 50 000 სინათლის წელია, ჩვენიდან 72 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით.
იმპლანტატები – არამიწიერი და მომავლის ტექნოლოგიები
იმპლანტატი უფოლოგიაში – ეს არის პატარა მექანიზმი, რომელიც შეყვანილია არამიწიერი არსებების მიერ საცდელი ადამიანის სხეულში, ამასთან ერთად სუფთა ადამიანური გამოგონებაც, პროტეზების, ხელოვნური ძარღვების, კარდიუსტიმულატორების და სხვა სახით.
მთვარის მეორე მხარე
ინტერნეტში გამოქვეყნადა მთვარის უხილავი მხარის ყველაზე დეტალური გამოსახულება. გამოსახულება შედგენილია იმ უამრავი ფოტოების საშუალებით, რომლებიც ნასას ზონდმა LRO-ომ გადაიღო. დღევანდელი ფოტოს გარჩევადობის შესაძლებლობა არ არის მაქსიმალური – მთვარის ზოგიერთი მონაკვეთი ადრე უფრო დეტალურად იქნა გადაღებული. თუმცა მთვარის მეორე მხრის ასეთი ზუსტი გამოსახულება მეცნიერებმა პირველად გააკეთეს. ზოგიერთი ცალკეული კადრი გადაიღეს LRO-ს სპეციალური ფართო კუთხიანი კამერით (Wide Angle Camera).