პულსარის ხელი

 ეს კოსმოსური დინამო-მანქანა ენერგიით ამარაგებს გარშემო არსებულ  ელემენტარული ნაწილაკებისაგან შემდგარ ვარსკვლავურ ქარს. ეს მძლავრი ქარი აფართოებს წარმოშობილ ნისლეულს, რომელიც რენტგენის დიაპაზონში ასხივებს. სწორედ ამ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ობსერვატორია ჩანდრას საშუალებით გახდა შესაძლებელი ამ გამოსახულების მიღება. პულსარი ნათელი ცისფერი ლაქის შუაში მდებარეობს. ასევე მოჩანს ჩახლართული, ხელის ფორმის სტრუქტურაც. პულასარამდე მანძილი 17 ათასი სინათლის წელია. ამ მანძილის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნისლეულის ზომა 100 სინათლის წელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.