კოსმოსურმა აპარატმა ”კასინი”-მ ტიტანის სამხრეთ პოლუსზე წარმოქმნილი ღრუბელი პირველად გადაიღო. ეს მოვლენა სეზონების ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებზე მეტყველებს(NASA).
ტიტანის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლიანობის მატება საწინააღმდეგო პოლუსზე იგივე პროცესების კლებით მიმდინარეობს. ასტრონომთა თქმით, ეს თანამგზავრის ატმოსფროში ცირკულაციის შემობრუნების ფაქტზე მიუთითებს. ადრე ასეთი მოვლენა მოდელირებით იყო ნავარაუდევი.
ატმოსფეროს ასეთი ცირკულაცია დედამიწაზე ეკვატორულ რეგიონში დაიმზირება, სადაც ნულოვან განედზე აორთქლებული წყალი ჩრდილოეთით გადაედინება. სეზონების ცვლილება ტიტანზე გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე, რადგან თანამგზავრი მზის გარშემო ერთ სრულ ბრუნს 7,5 წელი ანდომებს(ერთნაირი ფენა ტიტანის და დედამიწის ატმოსფეროებში).
მეცნიერებს ღრუბლის ქიმიურ შემადგენელზე ჯერჯერობით მონაცემები არ გააჩნიათ. ცნობილია, რომ ტიტანზე, ისეთი გავრცელებული ნივთირებები, როგორიც მეთანი, ეთანი და წყალბადის ციანიდია(HCN), ღრუბლებში მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით იქნება(გაზაფხულის წვიმა ტიტანზე). ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ღრუბლები ორგანული ნაერთებისგან არის წარმოქმნილი, უწვრილესი კრისტალების სახით. სატურნის ყველაზე დიდ თანამგზავრზე მდინარეები და ტბებია, რომლებშიც მეთანი და სხვა ნახშირწყალბადები მიედინება. მეთანი ამ თანამგზავრის ატმოსფეროს მთავარი კომპონენტია. მეცნიერების მიერ ჩატარებული მოდელირების მიხედვით, მეთანის ტბებისა და ზღვების ზედაპირზე ყინულოვანი ქერქი შეიძლება არსებობდეს. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა CH4-ს მყარ მდგომარეობაში უფრო მაღალი სიმკვრივე აქვს, ვიდრე თხევადში, ”ჰაერის” ბუშტულები მეთანის ყინულს მსუბუქს ხდიან და ზედაპირზე ამოტივტივებას აიძულებენ(”კასინის” თვალით დანახული ყინულოვანი მთვარეები; ტიტანს ნავით გამოიკვლევენ; ტიტანი).