მაკნოტი მარსს არ შეეჯახება

 პლანეტოლოგები იმედოვნებენ, რომ მარსი 2014 წელს მის ახლოს მოძრავი კომეტისგან არ დაზარალედება.

 მიუხედავად იმისა, რომ მარსი დედამიწიდან შორსაა, პერიოდულად ისიც ექცევა ხოლმე კომეტებისა და ასტეროიდებისგან მომავალი საფრთხის ქვეშ. 2014 წლის ოქტომბერში პლანეტას კომეტა C/2013 A1 ან მაკნოტის კომეტა მიუახლოვდება.

 ეს კომეტა პირველად 2013 წლის 3 იანვარს ავსტრალიელმა ასტრონომმა რობერტ მაკნოტმა საიდინგ სპრინგის ობსერვატორიიდან 0,5 მეტრი დიამეტრის შმიდტის სარკულ-ლინზური ტელესკოპით აღმოაჩინა.

 კომეტასა და მის ტრაექტორიაზე დაკვირვება ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 2014 წლის 19 ოქტომბერს არსებობს C/2013 A1-ის მარსთან შეჯახების მცირე ალბათობა. მარსის ორბიტაზე გავლისას კომეტა პლანეტის მიმართ 56 კმ/წმ. სიჩქარით იმოძრავებს. დარტყმითი კრატერის დიამეტრი, შეჯახების შემთხვევაში, კომეტის ბირთვზე ათჯერ დიდი იქნება. ბირთვის ზომა კი შეფასებულია როგორც 8-დან 50-მდე კილომეტრი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით კომეტა მარსს 41 300 კილომეტრზე მიუახლოვდება.

 წლევანდელი წლის აპრილში ნასამ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც C/2013 A1-ის მარსთან შეჯახება ნაკლებადშესაძლებელია. ახალი შეფასებებით, ამ მოვლენის მოხდენის ალბათობა არის 1:120000, ნაცვლად წინა 1:8000. კომეტა მარსიდან 110 000 კილომეტრის დისტანციაზე, 2014 სლიწ 19 ოქტომბერს, გრინვიჩით 18:51 სთ-ზე ჩაიფრენს.

 რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის უახლესი მონაცემბი იმაზე მეტყველებენ, რომ შეჯახების ალბათობა კიდევ უფრო შემცირდა 1: 120 000.

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.