მხიარული დღეები კოსმოსში

 კოსმოსურ სადგურზე ცხოვრება და მოღვაწეობა ძალინ რთული საქმეა.  ხანდახან განტვირთვა და გახალისება ასტრონავტებასც  სჭირდებათ. ეს ერთობ მძიმე მისია თავის თავზე კრის ჰადფილდმა აიღო. ის კანადელი ასტრონავტია და კოსმოში 1995-2001 წლებში იფრინა, ახლა კი ორბიტაზე, 5 თვიანი მისიით, დეკემბერში იმყოფებოდა, სადაც ცდილობდა იქ მყოფი ასტრონავტები გაეხალისებინა. ჰადფილდის იუმორის გრძნობამ ჩვენამდეც მოაღწია და სოციალურ ქსელებში მისი გულშემატკივრების რიცხვმა 20 000 მიაღწია, რითაც მან სახელი გაითქვა და ყველაზე პოპულარული კანადელი ასტრონავტი გახდა.

 კოლეგები თუ მეგობრები მას ახასიათებენ, როგორც კომიკოსს, რომელსაც შეუძლია იყოს ბავშვი, მოზარდი ან სულაც რაიმე სხვა არსება. ხუმრობების გარდა ის ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი ასტრონავტია. თუ გსურთ გაიგოთ ან იხილოთ ასტრონავტების პირადული საქმიანობა ან შიდა გარემო კოსმოსურ სადგურზე, მისი საპირველაპრილო, სააღდგომო თუ სხვა ხუმრობები, უყურეთ კრის ჰადფილდის სახალისო ვიდეო ჩანაწერებს კომოსიდან.

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.