ასტრონომებმა ამ მომენტისთვის ცნობილთა შორის ყველაზე უშორესი გალაქტიკა აღმოაჩინეს(ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საიტი).
1906 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა თეოდორ ლაიმანმა წყალბადის ატომის სპექტრში აღმოაჩინა სერია, რომლიც მის სახელს ატარებს. ლაიმანის სერია, ელექტრონის პირველი დონიდან აგზენებულ მდგომარეობაში(ფოტონის შთანთქმა) და პირიქით(ფოტონის გამოსხივება) გადასვლით წარმოიქმნება. მეორე დონიდან პირველზე გადასვლას ლაიმან ალფა ეწოდება, მესამედან პირველზე ლაიმან ბეტა და ა.შ. ლაიმანის მიერ აღმოჩენილმა სერიამ ყველაფერთან ერთად გამოყენება ასტროფიზიკაშიც ჰპოვა, რადგან წყალბადი ყველაზე უფრო გავრცელებული ელემენტია სამყაროში; სამყაროს 3D რუქა)
რაც უფრო მაღალია დონე, რომლიდანაც ელექტრონი პირველ დონეზე გადადის, მით ნაკლებია მის მიერ გამოსხივებული ფოტონის ტალღის სიგრძე. ამასთან ერთად, ტალღა არა უსასრულოდ მცირდება, არამედ გარკვეული ზღვრისკენ მიისწრაფის – 91,15 ნანომეტრი – სწორედ ესაა ლაიმანის ზღვარი. ის უძველესი ვარსკვლავების შესწავლის საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს – რადგან ეს მნათობები ძირითადათ წყალბადისაგან შედგებიან და ლაიმანის ზღვარზე ”მოკლე” ფოტონებს არ ასხივებენ.
ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში კვლევის ობიექტი გალაქტიკა MACS 1149-JD იყო. მისი გამოსხივების ანალიზმა არა მარტო ლაიმანის ზღვარი აღმოაჩინა, არამედ ისიც, რომ დედამიწამდე სამყაროში მოგზაურობის დროს მან სპექტრის წითელ ნაწილში წანაცვლება(1) განიცადა. გალაქტკის წითელი წანაცვლება z=9,6 აღმოჩნდა, რაც 13,1 მილირდი სინათლის წლის ტოლფასია.
გალაქტიკას საკმაოდ მოკრძალებული ზომა აქვს – მისი მასა მხოლოდ 150 მილიონი მზის მასის ტოლია. ვარსკვლავების სპექტრში მძიმე ელემენტების გარკვეული რაოდენობის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროს, როცა ეს სინათლე გამოსხივდა გალაქტიკის ასაკი 200-300 მილიონი წელი იყო(მძიმე ელემენტები ვარსკვლავების ევოლუციის ბოლო ეტაპებზე წარმოიქმნებიან(2)). გამოდის, რომ გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან 200 მილიონი წლის მერევე ჩაისახა.
ასეთი შორეული ობიექტის აღმოჩენა გრავიტაციული ლინზირების ხარჯზე გახდა შესაძლებელი. მისგან გამოსხივებულმა სინათლემ გალაქტიკური გროვა MACS J1149+2223-თან ახლოს გაირა. გრავიტაციის ზემოქმედებით სინათლე დედამიწელი დამკვირვებლის მიმართ დაფოკუსირდა – ეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი ეფექტია – და მეცნიერებმა MACS J1149+2223-ის დანახვა შეძლეს. დაკვირვება ორბიტალური ტელესკოპების ”ჰაბლისა” და ”სპიცერის” საშუალებით მიმდინარეობდა.