ტკბილი ვარსკვლავი

 ”ტკბილი კოსმოსური აღმოჩენა”! გაზის ღრუბელში, მზისმაგვარ ახალგაზრდა ვარსკვლავთან, შაქრის მოლეკულები აღმოაჩინეს. ვარსკვლავი – IRAS 16293-2422, ორმაგი სისტემის ნაწილია(ან ორმაგი ვარსკვლავის). მასით მზეს უტოლდება და დედამიწას 400 სინათლის წლითაა დაშორებული.

 შაქრის მოლეკულა, ცნობილი გლიკოლალდეჰიდის სახელით, პირველად, ვარსკვლავთშორის სივრცეში აღმოაჩინეს. ახლა უკვე ვარსკვლავის სიახლოვეს, რომელიც ძალიან ჰგავს მზეს.

 იეს იორგენსენი კოპენჰაგენის ნილს ბორის სახელობის ინსტიტუტიდან, აღმოჩენას ასეთ კომენტარს უკეთებს: ”გაზურმტვროვან დისკოში, რომელიც ახალადდაბადებულ ვარსკვლავს შემოფარგლავს, ჩვენ გლიკოლალდეჰიდი აღმოვაჩინეთ, ეს უმარტივესი შაქარია, პრაქტიკულად იგივენაირი, როგორსაც ჩაის ვამატებთ ხოლმე… ეს მოლეკულები რნმ-ს ძირითადი კომპონენტებია და როგორც დნმ, სიცოცხლის ფორმირებისათვის საჭირო მასალაა”.

 ასტრონომებმა, შაქრის მოლეკულები ALMA-ს (Atacama Large Millimeter/submillimeter Array)რადიოტელესკოპების სისტემის გამოყენებით აღმოაჩინეს(ატაკამა, ჩილე). ტელესკოპები მილიმეტრულ და სუბმილიმეტრულ დიაპაზონებში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ სისტემა ჯერ კიდევ მშენებლობის სტადიაშია. საბოლოო სახით ის 66 ტელესკოპისგან იქნება შემდგარი. ინფრაწითლ და ოპტიკურ დიაპაზონებში გაზურმტვროვანი დისკოს ბნელ და ცივ რეგიონებზე დაკვირვება ძალიან ძნელია, ეს მხოლოდ ALMA-ს ტიპის ტელესკოპებს შეუძლია. IRAS 16293-2422 მზიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს, ამიტომ მეცნიერებს მისი გაზურმტვროვანი დისკოს მოლეკულური და ქიმიური შემადგენელის დეტალურად შესწავლა შეუძლიათ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.