პლანეტათა წყვილი ორმაგ ვარსკვლავთან გედში

 ასტრონომებმა, გედის თანავარსკვლავედში უცნაური ვარსკვლავური სისტემა აღმოაჩინეს. ის ორი ვარსკვლავისგან შედგება, რომელთა გარშემო პლანეტათა წყვილი მოძრაობს (Space.com).

 სისტემის სახელია კეპლერ-47 და დედამიწას 5 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული. ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი, მზის ზომისაა, მეორე – სამჯერ პატარაა, მასათა საერთო ცენტრის გარშემო კი 7,5 დღიანი პერიოდით ბრუნავენ. პლანეტები – 49 და 303 დღე, შესაბამისად. პირველი ციური სხეულის მასა დახლოებით 8, ხოლო მეორესი 20 დედამიწის მასას უტოლდება (ურანის მსგავსად).

 მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი მონაცემები, ვარსკვლავური სისტემების ფორმირების შესახებ, არსებული შეხედულებების გადახედვას მოითხოვს. არც თუ ისე დიდი ხსნის წინ ითვლებოდა, რომ გაზ-მტვროვან დისკოებში მიმდინარე დინამიური ეფექტების ზემოქმედებით, ორმაგ ვარსკვლავებთან პლანეტები ვერ უნდა ჩამოყალიბებულიყო, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ასეთი სისტემები ძალიან რთულად შეიძლება იყოს მოწყობილი(ტატუინი).

 აღმოჩენა, კეპლერის სახელობის ტელეკოპით მოხერხდა. ეს აპარატი კოსმოსში 2009 წლის მარტს გაუშვეს და ეგზოპლანეტების აღმოსჩენად ტრანზიტის მეთოდს იყენებს. ის ვარსკვლავებს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებს (მისი მხედველობის არეში 250 ათასი ვარსკვლავია მოქცეული), რათა მათი ელვარების ცვლილებებზე შეაგროვოს მონაცემები. მიღებული მასალის ანალიზის მერე, მეცნიერები ”სიგნალებს” გამოყოფენ – სწრაფი ჩავარდნები ელვარებაში, რაც მათ წინ პლანეტის გავლითაა გამოწვეული (როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

 ამის მერე, სიგნალი სახელს იღებს – ”კეპლერისთვის საინტერესო ობიექტი ” (KOI). შემდეგ, სიგნალის ნამდვილად არსებობას დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამოწმებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.