7. რატომ არის ასეთი განსხვავებული მარსის ორი მხარე? ჩრდილოეთი ნახევარსფერო დაბალია და სწორი – ყველაზე უფრო ბრტყელი და სწორი მზის სისტემაში, ის ალბათ მარსზე ოდესღაც არსებულმა მდინარეებმა შექმენს.
ამავე დროს სამხრეთი ნახევარსფეროს ზედაპირი უხეში, კრატერირებული და სამხრეთზე რამდენიმე კილომეტრით მაღალია. ბოლო მონაცემებით სფეროებს შორის ასეთი დიდი განსხვავება გამოიწვია ”კოსმოსურმა კლდემ”, რომელიც მარსზე დიდი ხნის წინათ ჩამოვარდა.
6. მეთანი – ორგანულ მოლეკულებს(1) შორის ყველაზე მარტივი – პირველად ის მარსის ატმოსფეროში Mars Express(ESA)-მა 2003 წელს აღმოაჩინა. დედამიწაზე ატმოსფერული მეთანის ძირითად ნაწილს სოცოცხლე გამოიმუშავებს, როგორიცაა რქოსანი პირუტყვი. მეთანს დაუშლელად მარსის ატმოსფეროში 300 წლამდე შეუძლია გაძლოს, ასე რომ, რაც არ უნდა იყოს ამ მეთანის წყარო, ის არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მოხვდა ატმოსფეროში.
მეთანის წარმოება სიცოცხლის გარეშეცაა შესაძლებელი, მაგალითად, ვულკანური ამოფრქვევებით. ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) კოსმოსური ხომალდი ExoMars-ი, რომლის გაშვება 2016 წლისთვის იგეგმება, მარსის ატმოსფეროს ქიმიურ შემადგენლობას შეისწავლის, რათა მეტი გაგიგოს ამ მეთანის შესახებ.
5. თუმცა ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მარსის ზედაპირზე ერთ დროს თხევადი წყალი მიედინებოდა, ხდება თუ არა იგივე ხანდახან ახლაც, ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. პლანეტის ატმოსფერული წნევა ძალიან დაბალია იმისათვის, რომ წყალი მის ზედაპირზე თხევადი სახით იყოს წარმოდგენილი. ფერდობებზე შემჩნეული ბნელი და ვიწრო ხაზები შიძლება წყლის საგაზაფხულო დინებებზე მიუთითებდეს.
4. უამრავმა მარსულმა მისიებმა წითელი პლანეტის ბევრი ისეთი თავისებურებები აღმოაჩინეს, რომლებიც მის თბილ და ნოტიო წარსულზე მეტყევლებენ. ამ თავისებურებებში შედიან ოკეანეები და მდინარების დელტები, წიაღისეული, რომლის ფორმირებისთვის აუცილებელია თხევადი წყალი.
ადრეული მარსის კლიმატის არსებული მოდელები ვერ ხსნიან, თუ რა ათბობდა მარსს, მზე მაშინ ხომ უფრო სუსტად ანათებდა. აღმოჩენილი თავისებურებები იქნებ ქარებმა ან სხვა მექანიზმებმა შექმნეს. მტკიცებულებები მარსის თბილი წარსულის მხარეზეა, თხვეადი წყლით, ერთ ადგილზე მაინც. სხვა მოსაზრებების მიხედვით მარსი ერთ დროს ცივი და ნოტიო იყო, არა ცივი და მშრალი, ან თბილი და ნოტიო.
3. პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა არის ”ვიკინგ 1”(NASA). მის მიერ გადმოცემული მონაცემები ახლაც კამათის საგნად რჩება. ”ვიკინგმა” ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა, როგორებიცაა მეთილის ქლორიდი და დიქლორომეთანი. თუმცა, ეს შენაერთები კოსმოსური აპარატის დედამიწაზე ყოფნის დროს მომხდარ დაბინძურებად ჩაითვალა.
მარსის ზედაპირი საკმაოდ მტრული გარემოა სიცოცხლისთვის, სიცივის, რადიაციის, ჰიპერსიმშრალისა და სხვა ფაქტორების გამო. ამასთან ერთად, არსებობენ ცოცხალი არსებები, რომლებიც დედამიწაზე უკიდურესად მკაცრ პირობებში ცხოვრობენ – ანტარქტიკული მშრალი ნიდაგი, ატაკამას ჰიპერმშრალი უდაბნო ჩილეში.
სიცოცხლე დედამიწზე ფაქტიურად ყველგანაა, სადაც არის თხევადი წყალი. იქნებ ის ერთ დროს ოკეანეებით დაფარულ მარსზეც იყო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნათელს მოჰფენს კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ სიცოცხლე დანარჩენი სამყაროს სხვა ნაწილებშიც არსებობდეს.
2. ანტარქტიდაში აღმოჩენილ მეტეორიტში, რომელიც მარსს ასტეროიდის დაცემის მერე გამოეყო, ნანახი იქნა სტრუქტურები, რომლებიც დედამიწისეული მიკრობების ნამოღვაწარს გვაგონებს. ბევრი მკვლევარი თვლის, რომ ეს სტრუქტურები არა ბიოლოგიური, არამედ ქიმიური წარმოშობისაა. ზოგიც არ გამორიცხავს, რომ სიცოცხლე ჯერ მარსზე გაჩნდა და შემდეგ მეტეორიტების საშუალებით დედამიწაზე მოხვდა.
1. ყველა ხსენებულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ადამიანებს, ალბათ, თვითონ მოუწევთ მარსზე გაფრენა.
ნასას 1969 წლის(ალბათ მთვარის მისიებით აღფრთოვენებული:) გეგმების მიხედვით პილოტირებული მისია მარსზე უკვე 1981 წლისთვის უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, ადამიანების საპლანეტათშორისო მოგზაურობები გარკვეულ მეცნიერულ და ტექნოლოგიურ პრობლემებთანაა დაკავშირებული – საკვები, წყალი და ჟანგბადი, მიკროგრავიტაცია, პოტენციური საშიშროებები, როგორიცაა რადიაცია და ხანძარი, მცირე გარემოში დიდი ხნით გამოკეტილი ადამიანების ფსიქოლოგია და სხვა. დაშვება, მუშაობა, სხვა პლანეტაზე ცხოვრება და უკან დაბრუნება უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
შარშან ჩატარებულ ექსპერიმენტში – მარს 500(არაოფიციალური წყაროს თქმით იყო ფსიქოლოგიური პრობლემები), რომელიც ნახევარი წელი მიმდინარეობდა, 6 მოხალისე იღებდა მონაწილეობას. ეს იყო კოსმოსური ფრენის ყველაზე ხანგრძლივი მოდელირება, მარსეზე გაფრენის, დაშვებისა და უკან დაბრუნების ჩათვლით. არსებობენ მოხალისეები, რომლებიც თანახმა არიან მარსზე უკან დაუბრუნებლად გადასხდნენ. ყველაფერი, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა ამ მისიების განხორციელების აუცილებლობაში ხელისუფლების წარმომადგენელთა დარწმუნებას…