ექსპერიმენტი ”მარს 500” დასრულდა

 ექსპერიმენტი 2010 წლის 3 ივნისს დაიწყო. მასში 6 სხვა და სხვა ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა. ექსპეერიმენტის მონაწილეებს ”მარსონავტები” უწოდეს. ეს არის ყველაზე გრძელვადიანი ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ”მარსონავტები” გარე სამყაროსგან არიან იზოლირებულნი პირობებში, რომლებიც მარსზე ყოფნის იმიტაციას ახდენენ.

 მონაწილეები პირობით კოსმოსურ ხომალდში არიან და წითელი პლანეტის ზედაპირზე პერიოდულ გასვლებს ახდენენ. გარე სამყაროს ისინი მხოლოდ რადიოთი უკავშირდებიან, დაყოვნებით, რომელიც ასეთ მანძილზე რადიოკავშირის დროს ხდება ხოლმე. მარსზე ყოფნის დროს მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ სხვა და სხვა ამოცანები, დედამიწაზე ”დაბრუნების” ჩათვლით.

”მარს 500” – ეს არის როსკოსმოსისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი. ექსპერიმენტი მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალურ პილოტირებულ გაფრენასთან მარსზე, დედამიწაზე დაბრუნების გათვალისწინებით. პროექტი ხორციელდება მოსკოვთან ახლოს, სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტში. პროექტის ღირებულება 15 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

 17 თვიანი სიმულაციის განმავლობაში, მარსონავტებზე მრავალრიცხოვანი სამედიცინო დაკვირვება ჩატარდა, განსაკუთრებით თავის ტვინზე, მათი სხეულები არაერთხელ იქნა სკანირებული, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო სასიცოცხლო მაჩვენებლები.

 ”მარს 500”-ის ხელმძღვანელობა შედეგებით კმაყოფილია. ახლა მათ დანამდვილებით შეუძლიათ თქვან, რომ ეკიპაჟი, შემდგარი გამოცდილი ასტრონავტებისგან, შეძლებს გაუძლოს დიდი ხნით იზოლაციას გარე სამყაროსგან როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურადაც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.