უჟანგბადოდ მცენარეებთან ერთად

 ცნობილი ბრიტანელი გეოლოგი იან სტიუარტი მცენარეებთან ერთად, 12/2 მეტრი ზომების, გამჭვირვალე შუშის ჰერმეტულ კამერაში იყო ჩაკეტილი 48 სათის განმავლობში. ის, როგორც მოხალისე, დათანხმადა ამ მნიშვნელოვან ექსპერიმენტში მონაწილეობაზე.

 კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, შეუძლიათ თუ არა მცენარეებს იმდენი ჟანგბადის გამომუშავება რამდენიც საჭიროა ადამიანის ამ აუცილებელი ელემენტით მომარაგებისათვის. ასეთი ექსპერიმენტი ადამიანზე ჯერ არასოდეს ჩატარებულა. ექსპერიმენტი საკმაოდ მნიშვნელოვანი და საშიშია. არსებობდა ოთახში ჩაკეტილი გეოლოგის გაგუდვის რისკი, თუმცა მთელი ექსპერიმენტის განმავლობში ხდებოდა მისი ჯანმრთელობის მდომარეობის განუწყვეტელი მონიროტინგი.

 ექსპერიმენტი დაგეგმილზე ოდნავ ადრე დაიწყო, ის 15 დან 17 სექტემბრამდე გრძელდებოდა. ექსპერიმენტის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი მეცნიერები მუდმივად აკონტროლებდნენ სინათლის რაოდენობას, რომელიც საჭიროა მცენეარეებში სრულყოფილი ფოტოსინთეზის მხარდასაჭერად.

 ”როგორც კი შევედი მცენარეებით სავსე პატარა ოთახში, მაშინვე ვიგრძენი ჟნგბადის უკმარისობა. მისი დონე 21%(ნორმა)-დან 12,5%-მდე დაეცა – თქვა ცნობილმა გეოლოგმა და ტელეწამყვანმა იან სტიუარტმა.

 ”ვაცნობიერებდი, რომ უნდა მესუნთქა რათა მცენარეები ნახშირორჟანგით მომემარაგებინა, მის ნაცვლად კი მიმეღო ჟანგბადი, თუმცა თავში სულ ერთი კითხვა მომდიოდა, გაიზრდება კი ჟანგბადის დონე ისეთ დონემდე, რომ ჩემი სიცოცხლის უნარიანობა უზრუნველყოს?”

 სტიუარტი ექსოპერიმენტის ყველა შედეგს არ ამხელს, რადგან ის ამის შესახებ დოკუმენტური ფილმის და ტელეშოუს გაკეთებას აპირებს. მხოლოდ ის თქავა, რომ მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში ტკიოდა თავი და გრძნობდა დაღლილობას.

”პრინციპში, მე სუნთქვისათვის საჭირო ჟანგბადი მქონდა, ოღონდ მის უკმარისობასთან დაკავშირებული თანმხლები მოვლენებით. თუ არ ჩავთვლით თავის ტკივილს და დაღლილობას, ყველაფერმა საკმაოდ კარგად ჩაიარა”.

ოთახში გეოლოგთან ერთად იყო 120 პატარა და 30 დიდი მცენარე. ექსპერიმენტი შედგა. მცენერეების მიერ გამომუშავებულმა ჟანგბადმა იან სტიუარტი გადაარჩინა.

 ამ ექსპერიმენტს მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მეცნიერები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ თუ მარსზე მცენარეებს მოაშენებენ, ისინი შეცვლიან წითელი პლანეტის გარემო პირობებს და ასტრონავტებს(1) სუნთქვის საშუალებას მისცემენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.