მარსის კლიმატი სიცოცხლის ყველა ფორმებისთვის მეტისმეტად მშრალია

 მარსის შესწავლის დარგში ბოლო ანალიტიკური კვლევების მიხედვით, რომელიც დოქტრ ტომ პაიკის ხელმძღვანელობით(ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი) ჩატარდა, უკანასკნელი 600 მილიონი წლის განმავლობაში წითელი პლანეტის კლიმატი იმდენად მშრალია, რომ ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ შეძლებდა ასეთ პირობებში გადარჩენას. ამიტომ, თუ წარსული შესაძლო სიცოცხლის ძებნას აზრი აქვს, იმის რწმენა, რომ იქ ახლაც არიან მიკროორგანიზმები, უბრალოდ უაზრობაა.

 სამი წლის განმავლობაში მეცნიერები დეტალურად იკვლევდნენ ნიადაგზე და კლიმატზე მიღებულ მონაცემებს, რომლებიც ორბიტალურმა თანამგზავრებმა და მარსმავლებმა გადმოსცეს. კვლევის მსვლელობისას, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ უკვე რამდენიმე ასეული მილიონი წელია მარსზე ექსტრემალურად მშრალი და ცხელი კლიმატი მეფობს, რაც ამ პერიოდში სიცოცხლის გადარჩენას გამორიცხავს, თუმცა მეცნიერები არ უარყოფენ, რომ იყო წყლის საფარი, ოღონდ შორეულ წარსულში: პლანეტის ჩამოყალიბებიდან 5000 წლის განმავლობაში, ანუ დაახლოებით სამი მილირდი წლის წინათ.

 ამასთან ერთად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთვარე(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ) და მარსი ერთნაირ ექსტრემალურად მშრალ პირობებში ჩამოყალიბდნენ.

 მარსზე, როგორც დედამიწაზე, განსხვავებულ რეგიონებში საკმაოდ განსხვავებული კლიმატური პირობები იყო. ამაზე სხვა და სხვა რეგიონებში არსებული მინერალები მოწმობენ. ზოგან ყინული დომინირებდა, როგორც ანტარქტიკაში ჩვენთან, ზოგან კი ჩვენებური უდაბნოების მსგავსი კლიმატი იყო, ზოგიერთი რეგიონი კი თხევადი წყლის ოკეანეებით იყო დაფარული(თერმული წყლის კვალი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.