ასტრონომებმა უზარმაზარი ვარსკვლავური რგოლის ფოტო გადაიღეს, რომელიც შავი ხვრელებისგან არის შემდგარი. ობიექტი, Arp 147-ის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს ვეშაპის თანავარსკვლავედში , 430 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან.
ეს არის ორი გალაქტიკის შეჯახების შედეგი – სპირალურის და ელიფსურის. წარმოიქმნა ახალგაზრდა გიგანტური ვარსკვლავებისგან შექმნილი რგოლი , რომელიც გამოსახულებაზე ცისფრადაა ნაჩვენები. რაც უფრო დიდია ვარსკვლავი მით უფრო მალე წვავს თავის თერმობირთვულ “საწვავს” და ზეახლად აფეთქებით ასრულებს სიცოცხლეს(ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა).
შავი ხვრელები – იმდენად მასიური ობიექტებია, რომ მათგან გამრუდებული დრო-სივრცის ქსოვილის ლაბირინთიდან თავის დაღწევა გამოსხივებასაც კი არ შეუძლია(შავი ხვრელების საიდუმლო). მეცნიერები, მათ არსებობას მძლავრი რენტგენის და გამა გამოსხივებით ადგენენ(აგრეთვე გარემოზე გრავიტაციული ზემოქმედებით), რომელსაც ხვრელისკენ მაღალი სიჩქარით მოძრავი გავარვარებული მატერია ასხივებს. ასეთი გამოსხივებისთვის დამახასიათებელი მაღალ ენერგეტიკული ნაწილაკების წყაროები Arp 147-ის მთელ პერიმეტრზეა მიმოფანტული(შავმა ხვრელმა ელვარების ზღვარი გადალახა).
წარმოდგენილი გამოსახულება რამდენიმე ფოტოსგან არის შედგენილი – ხილულ სპექტრში გადაღებულია “ჰაბლის” მიერ, ინფრაწითელში – ორბიტალური ტელესკოპი ”სპიცერი”, ულტრაიისფერში კი ”გალაქტიკების ევოლუციის მკვლევარი”(GALEX)-ის მიერ.
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Tfzi3JE3PTk
“ობიექტი, Arp 147-ის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს ვეშაპის თანავარსკვლავედში და 430 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული დედამიწიდან.” – ნამეტანი ახლოს ხომ არაა? 🙂 სინათლის წელი უნდა იყოს აშკარად, იქნებ გაასწოროთ? 🙂
კი, მართალი ბრძანდებით 🙂 .