2016 წლის ყველაზე დრამატული მოვლენები…

“როზეტა” და კომეტა

 კომეტა 67P/ჩურიუმოვი-გერასიმენკო, ახლა დედამიწის დილის ცაზე ნელა გადაადგილება, ეკლიპტიკასთან(პლანეტისა და მზის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) ახლოს, სადაც მზის სისტემის პლანეტბია გამწკრივებული. ტელესკოპური ფოტებით დამონტაჟებულ გამოსახულებაზე, ამ კომეტის გადაადგილებაა წარმოდგენილი, რომელიც მზეს შორდება და მარსის ორბიტის იქეთ არის გასული – სექტემბრის ბოლოდან(მარცხნივ), ნოემბრის ბოლომდე(მარჯვნივ).

 მისი სუსტი, თუმცა წაგრძელებული კომა და კუდი, ლომის თანავარსკვლავედის აღმოსავლეთ კიდეზე, სხვადასხვა ფერის ვარსკვლავების ფონზე ჩანს. ერთი წლის წინ, პერიჰელიუმის(მზესთან უახლოესი წერტილი ტრაექტორიაზე) გავლამდე, კომეტა არა აქტიური იყო. სწორედ მაშინ მოხდა ამ კომეტის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრიდან – ”როზეტა”, დასაშვები მოდულის – ”ფილი”, გამოყოფა და 67P-ს ბირთვზე ისტორიული დაშვება(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

მზის მთლიანი გამოსახულება

 მზის შორეული მხრის დეტალური გამოსახულება მიღებულ იქნა 2011 წლის 2 თებერვალს, ორი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების ერთმანეთთან “მიკერების” შემდეგ. ცენტრში შავი ზოლი არის ადგილი, რომელიც შეივსება 6 თებერვალს გადაღებული კადრების დამუშავების შემდეგ(NASA-ს ფოტო).

 კადრები, რომლებიც ჩვენი დღის მნათობის მთლიან ზედაპირს ასახავს, ისტორიაში პირველად იქნა მიღებული ამერიკელი სპეციალისტების მიერ, ორი ერთნაირი თანამგზავრის STEREO-ების საშუალებით. 6 თებერვალს აპარატები მზის გარშემო, ზუსტად საპირისპირო მხარეებზე განთავსდნენ.

 აპარატები კოსმოსში 2006 წელს გაუშვეს, ისინი მოძრაობენ დედამიწის ორბიტის მაგვარ ორბიტაზე  მზის გარშემო. გასული წლების განმავლობაში აპარატები ერთმანეთს ნელ-ნელა შორდებოდნენ და თან იღებდნენ მზის უამრავ სტერეო ფოტოებს, რომლებზეც მზის ქარიშხლების საინტერესო ანატომური თავისებურებები გამომჟღავნდა.
აპარატებიდან ერთ-ერთმა მიაღწია წერტილს(თანამგზავრი A), რომელიც ჩვენი პლანეტიდან 90 გრადუსით წინაა, მეორემ(B) დაიკავა ადგილი 90 გრადუსით უკან. აპარატებმა პირველად უზრუნველყვეს ასტრონომები მზის მთელი ზედაპირის, განუწყვეტელი(მთელი 360 გრადუსი) გადაღებებით.

თანამგზავრების მდგომარეობის ილუსტრაცია და ერთ-ერთი მათგანი ქვედა ფოტოზე.

 ამიერიდან, როგორც სპეციალისტები ხსნიან, ნებისმიერი მოვლენა მზის ნებისმიერ წერტილზე, მაშინვე იქნება დაფიქსირებული და არ იქნება მოულოდნელი დედამიწის მცხოვრებთათვის.
მეცნიერებმა ასევე გადაამოწმეს მოსაზრება მზის სხვა და სხვა აქტიური უბნების ერთმანეთთან ზემოქმედების თაობაზე, იმაზე, რომ ზედაპირის სხვა და სხვა მხარეს მომხდარი ამოფრქვევები სხვა ამოფრქვევების გამომწვევნი არიან, ისინი თითქოს კვებავენ ერთმანეთს წარმოქმნილი დარტყმითი ტალღებით.

ამ სქემაზე STEREO A და  B-ეს მდგომარეობა დედამიწის მიმართ ნაჩვენებია ცისფერი ხაზებით. ყვითელი ისარი – ორბიტაზე მოძრაობის მიმართულება. 2015 წელს თანამგზავრები ერთმანეთს მიუახლოვდებიან  დედამიწის ორბიტის ჩვენგან უშორეს წერტილში, რის შემდეგაც ისევ დაიწყებენ ნელ დაშორებას და 2019-ში ისევ 180 გრადუსიანი კუთხით განლაგდებიან ერთმანეთის მიმართ, მზით შუაში(NASA-ს ილუსტრაცია).

 ეს არამარტო ახალი პარაგრაფია ჰელიოფიზიკაში, არამედ პრაქტიკული სარგებელის მოტანაც შეუძლია. მნათობის მთლიანობაში ხედვით შესაძლებელია ზუსტი კოსმოსური ამინდის პროგნოზირება(მაგნიტური ქარიშხალი), რომელიც დიდ გავლენას ახდენს დედამიწაზე. ასეთი პროგნოზები მნიშვნელოვანია ავიაკომპანიებისთვის, ან ენერგო მომარაგების ქსელებისთვის, რომლის აპარატურა შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ძლიერი მაგნიტური ქარიშხლების დროს(მზის ფარი). მეცნიერები ასევე დიდი სიზუსტით დააკვირდებიან კორონალურ ამოფრქვევებს, ეს მათ გამოადგებათ კოსმოსური აპარატების სამართავად, რომლებიც მარსისა და მერკურისკენ გაფრინდებიან.

”სკიაპარელი”…

 მოგეხსენებათ, რომ რუსულ-ევროპული მისიის, ”ეგზომარსი 2016”, დასაშვებ მოდულთან – ”სკიაპარელი”, კონტაქტი 2016 წლის 19 ოქტომბერს დაიკარგა, მარსის ასტმოსფეროში ზებგერითი სიჩქარით შევლიდან მალევე. ევროპის კოსმოსური ოპერაციების ცენტრის პეციალისტებმა(დარმშტადი, გერმანია. European Space Operations Centre, ESOC), სხვადსახვა აპარტებიდან მიღებული მონაცემები შეისწავლეს – მეტრული დიპაზონის რადიოტელესკოპი(GMRT , ინდოეთი.მქუხარე HAT-P-11b), მარსის ორბიტაზე გასული, ამავე მისიის თანამგზავრი, რომელზეც ”სკიაპარელი” იყო მიმაგრებული – ”გაზების ორბიტალური მკვლევარი(TGO) და ”მარს ექსპრესი”. დაშვების მიმდევრობის აღდგენა მოხერხდა, საბოლოო წერტილი კი ამ გამოძიებაში ნასასეულმა ”მარსის ორბიტალურმა მზვერავმა”(MRO) დასვა. MRO-ს მიერ გადაღებული ფოტო გვიჩვენებს, რომ 4 კილომეტრის სიმაღლიდან ვარდნილი ”სკიაპარელი” მარსის ზედაპირს შეეჯეხა და აფეთქდა. დაცემის ადგილზე, სახელად Meridiani Planum, ახალი კრატერი წარმოიქმნა(მარსის ორბიტალური მზვერავები).

 ტელემეტრიული მონაცემების მიხედვით, ”სკიაპარელიმ” დავალებათა მეტი ნაწილი წარმატებით შეასრულა. თუმცა, მაღალი ტემპერატურისგან დამცავი ფარის მოშორება და დამამუხრუჭებელი პარაშუტის გაშლა, დროზე ადრე მოხდა. ამის გამო, ზონდის რბილად დაჯდომის უზრუნველმყოფელი რეაქტიული ძრავები თავის ამოცანას ვერ გაუმკლავდა და ზონდი მაღალი სიჩქარით შეეჯახა ზედაპირს.

 2016 წლის 20 ოქტომბერს, MRO, სავარაუდო დაჯდომის ადგილის თავზე მოძრაობდა და დაბალი გარჩევადობის კამერის(CTX) საშუალებით, ამ ადგილის რამდენიმე ფოტო გადაიღო. ამ და ამავე წლის მაისში გადაღებულ ფოტოებზე აშკარა განსხვავებები შეიმჩნევა. პარაშუტი(ბნელი წერტილი, ზომით 15-40 მეტრი) და დამცავი ფარი, დაცემის წერტილიდან 1 კილომეტრით შორს, ჩრდილოეთით დაიმზირება. წარმოქმნილი ორმოს ზომის მიხედვით დადგინდა, რომ შეჯახების მომენტში ”სკიაპარელის” სიჩქარე 300 კმ/სთ-ზე მეტი იყო. გარდა ამისა, დაცემის წერტილის თავისებურებები იმაზე მეტყველებს, რომ რეაქტიული ძრავებისთვის საჭირო საწვავის ავზები თითქმის სავსე იყო და დარტყმის დროს, დეტონირებით აფეთქდა.

 კატასტროფის გამომწვევი მიზეზების მეტი სიზუსტით დასადგენად, ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტები, მაღალი გარჩევადობის ფოტოების მიღებას მომავალი კვირისთვის გეგმავენ, რომლებიც MRO-ს მაღალი გარჩევადობის კამერამ(HiRISE – თხევადი წყალი ახლანდელ მარსზე) უნდა გადაიღოს.

 ევროპის კომსოსური კვლევების სააგენტოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ტელემეტრიული მონაცემების სიმცირის მიუხედავად, მაინც შეძლებენ ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენასა და ”ეგზომარსის” ახალი მოდულის უსაფრთხო დაშვებისთვის საჭირო მოდერნიზირების ჩატარებას(პროექტი ExoMars).

ჰიტომი/ASTRO-H/New X-ray (NeXT)

 იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ(JAXA), რენტგენის დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ობსერვატორია, 17 თებერვაკლს გაიტანეს ორბიტაზე, ხოლო 27 მარტს, აპარატი დაკარგულად გამოცხადდა.

 გაშვებამდე სამი დღით ადრე, SpaceX-ის კოსმოსური რაკეტა Falcon 9, ებრაული თანამგზავრით, საწვავის ჩასხმისას აფეთქდა და მთლიანად განადგურდა.

ჩინეთის სწრაფვა კოსმოსისკენ – ”ტიანგუნის” პირველი ეკიპაჟი

 ჩინელებმა საკუთარი კომსოსური სადგურის მშენებლობა დაიწყეს.

 ჩინეთის კოსმოსური ლაბორატორია ”ტიანგუნ-1”-ის შეპირაპირება კოსმოსურ ხომალდთან წარმატებით განხორციელდა: უპილოტო კოსმოსური ხომალდი ”შენჩჟოუ -8” ლაბორატორიულ პირობებში 2-ჯერ შეამოწმეს, კოსმოსში ფრენამ კი მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

 ჩინეთის ოფიციალური მედია ინტენსიურად აშუქებდა ” შენჩჟოუ-8”-ს გაშვების პროცესს მაგრამ ბოლო წუთამდე საიდუმლოდ ინახავდა მისიის საბოლოო მიზანს. ახლა ქვეყნის ოფიციალური პირები და მოსახლეობა მოუთმენლად ელიან ” შენჩჟოუ-9”-ს სტარტს, რომელიც ჩინური კოსმოსური ლაბორატორიის პირველ ეკიპაჟს წაიყვანს.
ახალი მისიის განხორციელებას 2012 წლის მარტის ბოლოსთვის ვარაუდობენ. ცნობილია რომ ხომალდი ” შენჩჟოუ-9” მისი წინამორბედის იდენტური იქნება, ხოლო რაც შეეხება ჩინურ კოსმოსურ ლაბორატორიას, მას ორბიტიდან დასწევენ და პილოტირებული ხომალდისათვის უფრო მოხერხებულ სიმაღლეზე განათავსებენ.
რაც შეეხება ეკიპაჟს, ცნობილი გახდა, რომ ” შენჩჟოუ-8”-ს ბორტზე ორი რობოტი-ასტრონავტი იმყოფებოდა, რომელთა მეშვეობით ამ სახის ხომალდებზე მყოფი ადამიანის ორგანიზმში სავარაუდოდ მიმდინარე მეტაბოლური და ფიზიოლოგიური პროცესები დააფიქსირეს. ” შენჩჟოუ-9”-ზე კი 2 ნამდვილი ასტრონავტი მოთავსდება. ფრენა 17 დღეს გაგძელდება, აქედან ასტრონავტები 14 დღეს ”ტიანგუნზე” გაატარებენ, 3 დღეს კი – ” შენჩჟოუ-9”-ზე.

ჩინეთის ახლანდელ ღია საწვრთნელ ბაზაზე 12 ასტრონავტია, რომლებიც ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტები არიან. 1998 წლიდან მათ რუსეთში გაწრთვნილი ორი ინსტრუქტორი ამზადებს. ამ ასტრონავტებიდან 6 უკვე იმყოფებოდა კოსმოსში წინა მისიების დროს.
2010 წელს ჩინეთმა საიდუმლო საწვრთნელი ბაზის არსებობაც დაადასტურა, სადაც დამატებით 7 ასტრონავტი მზადდება. 5 მამაკაცი და 2 ქალი. ქალი-ასტრონავტები აჩქარებული წესით გადიან ინტენსიურ წვრთნას. მათი სახელები უცნობია, თუმცა გახმაურდა, რომ შეპირაპირების მისიას ” შენჩჟოუ-10”-ზე განახორციელებენ.
შეერთებული შტატები ჩინურ კოსმოსურ პროგრამას განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალყურს.

 10 საინტერესო ფაქტი ”ჯუნოს” შესახებ

 რადიოაქტიური გამოსხივების უძლიერესი ნაკადების გადასალახავი ნატიფი მანევრის შესრულების შემდეგ, ნასას კუთვნილი ზონდი – ”ჯუნო”(იუნონა), იუპიტერის ორბიტაზე გავიდა. NASA-მ ამ ზონდის თავლით დანახული იუპიტერისა და მისი ოთხი დიდი თანამგზავრის ფოტო წარმოადგინა. ეს, გალილეისეული თანამგზავრებია, რომელბიც ცნობილმა იტალიელმა ასტრონომმა ჯერ კიდევ 1610 წელს აღმოაჩინა. მათმა აღმოჩენამ, სამყაროში დედამიწის ადგილის შესახებ წარმოდგენების გადახედვა გამოიწვია. ადრე ითვლებოდა, რომ დედამიწა კოსმოსის ცენტრია. უკვე აღარ(დედამიწა – იშვიათი გამონაკლისი…).

 იუპიტერთან ყველაზე უფრო ახლოს იო მოძრაობს, მზის სისტემის ყველზე უფრო ცეცხლოვანი და მშფოთვარე ბუნებრივი თანამგზავრი(ყველაზე მძლავრი ვულკანი მზის სისტემაში). შემდეგ, ყინულით დაფარული ევროპა მოდის, არამიწიერი სიცოცხლის შესაძლო თავშესაფარი(სიცოცხლის არსებობისათვის ვარგისი ოკეანე ევროპაზე). მერე კი მზის სისტემის თანამგზავრებს შორის ყველაზე დიდი – განიმედე(პლანეტა მერკურიზე დიდი), და ბოლოს, კრატერებით დაფარული კალისტო.

 მომდევნო ორი წლის განმავლობაში, გაზის გიგანტის გარშემო მოძრავი კოსმოსური აპარატი, რომელიც მზის ნერგიაზე მუშაობს, ამ პლანეტის გამოცანების ამოხსნას შეეცდება. სანამ ”ჯუნოს” ყველა ინსტრუმენტი გააქტიურდება, უფრო ახლოს გავეცნოთ მას.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=kjfQCTat-8s

რომაული ქალღმერთის სახელით…

 იუნონა(ბერძნულ. ჰერა), იუპიტერის(ბერძნ. ზევსი) ცოლი, ღრუბელბს მიღმაც კი ხედავდა. თავისი უიმნაირო 🙂 საქციელის დასაფარავად, იუპიტერი ღრუბლიანი სამოსით იმოსებოდა, რაც იუნონასთვის წინაღობას არ წარმოადგენდა და ამ ღმერთთა ღმერთის ჭეშმარიტ სახეს ხედავდა. ”ჯუნოს” ამოცანაც ეს არის, იუპიტერის ლამაზსა და ბობოქარ ატმოსფეროს შიგნით შეხედვა.

LEGO-ს ფიგურები ბორტზე

  ალუმინისგან დამზადებული ფიგურები გალილეის, იუნონასა და თვით იუპიტერს გამოსახავს. იუნონას გამადიდებელი შუშა უჭირავს, იუპიტერს – ჭექაქუხისლის ისარი, გალილეის – ტელესკოპი და მინი-იუპიტერი.

გალიელის ჩანაწერები

  იტალიის კოსმოსური სააგენტოს მიერ დამზადებული ფირფიტა, გალილეის ჩანაწერებიდან აღებულ ერთ-ერთ გვერდს იმეორებს, რომელშიც ოთხი დიდი თანამზგავრია აღწერილი.

  ”ვალდებული ვარ გამოვაქვეყნო და მთელ მსოფლიოს გავაგებინო ოთხი პლანეტის დამზერის შესახებ, რომლებიც ჯერ არავის უნახავს. მოვუწოდებ ყველა ასტრონომს, მათ შესწავლასა და პერიოდულობის დადგენას მიუძღვნას თავი, რაც მე ამ მომენტისთვის ვერ შევძელი” – წერდა გალილეი Sidereus Nuncius-ში(სახელები ამ თანამგზავრებს, გერმანელმა ასტრონომმა იოჰან კეპლერმა შეარქვა).

მზის ენერგიაზე მომუშავე ყველაზე შორეული აპარატი

 ატომურ ენერგიზე მომუშავე აპარატებისგან განსხვავებით, ”ჯუნო”, სამი 8,9 მეტრის, მთლიანობაში 24 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მზის პანელებით მიღებული ენერგიით იკვებება. მისი 9 ინსტრუმენტი უკიდურესად ენერგოეფექტურია, ხოლო ორბიტა ისეთი, რომ ჩრდილში არასოდეს მოხვდეს.

”ჯუნო” არსებობას 2018 წელს დაასრულებს

 1995-2003 წლებში ამ პლანეტის ორბიტაზე მოძრავმა ზონდმაც – ”გალილეი”, არსებობა იუპიტერის ატმოსფეროში დაწვით დაასრულა. NASA ცდილობს ყველანაირი ვარიანტი გამორიცხოს მოხდეს რომელიმე თანამგზავრთან შეჯახება და აქაური მასალითა და მიკროებით მათი დაბინძურება.

მისიაში ჩართვა თქვენც შეგიძლიათ

 უახლოეს მომავალში, ყველას შეეძლება ინტერნეტ-გამოკითხვაში ჩაერთოს და ხმა მისცეს, საით იქნეს მიმართული ჯუნოკამი(JunoCam) და რისი ფოტოები გადმოიცეს დედამიწაზე.

ყველაზე ძლიერი პოლარული ნათება მზის სისტემაში

 უძლიერესი მაგნიტური ველის მქონე იუპიტერისეული პოლარული ნათების ზომა, ზოგჯერ დედამიწის ზომას აჭარბებს. აპარტამა უნდა დაადგინოს, კონკრეტულად როგორ ჩნდება ეს გრანდიოზული ციალი.

მყარი ბირთვი

 მეცნიერთათვის უცნობია, ამ არაჩვეულებრივი ლაქებისა და ზოლების ქვეშ არის თუ არა ქვის მყარი ბირთვი. თეორიის მიხედვით, პლანეტის სიღრემში არსებული წნევა, წყალბადსა და ჰელიუმს უკიდურესად ეგზოტიურ ფორმამდე კუმშავს და ალბათ, პლანეტის ბირთვი დენადი მეტალური წყალბადისგნ უნდა შედგებოდეს.

წყალი

 გახდა რა მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, იუპიტერმა ყველას დაასწრო ფორმირება, ახალგაზრდა მზის გარშემო არსებული ყველანაირი ინგრედიენტის მითვისებით(ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ). წყლის რაოდენობის დადგენით, მენციერები სხვა ინგრედიენტების შესახებაც ბევრ რამეს გაიგებენ. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ახლანდელ ადგილზე რამდენად შორს ხდებოდა იუპიტერის ფორმირება(იუპიტერის მიგრაცია).

მალფუჭებადი ნაწილები

junos onstrumentebi

 იუპიტერის ინტენსიური მაგნიტური ველი, დამუხტულ ნაწილაკებს ლამის სიანთლის სიჩქარემდე აჩქარებს. პლანეტის რადიაციული სარტყლები, რომლებზეც ჯერ კიდევ 1959 წელს დაფიქრდნენ, საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ”ჯუნოს” მგრძნობიარე მოწყობილობა გაანადგუროს. ამ გარდაუვალი პროცესის შესანელებლად, აპარატის ცენტრალური კომპიუტერი, ტიტანის 181 კილოგრამიან საცავშია მოთავსებული, დანარჩენი ინსტრუმენტებიც შედარებით მცირე ზომის მსგავსი ფარით არის დაცული. კოსმოსური აპარატის ორბიტა ყველაზე უფრო ინტენსიურ სარტყლებს გვერდს უვლის, თუმცა მისიის განმავლობაში ელექტრონული მოწყობილობა ფუნქციონირებას შეწყვეტს. ჯუნოკამი, მაგალითად, კვლევისთვის დაგეგმილი 22-დან, მხოლოდ 7-8 წრის შემოვლაზეა გათვლილი.

 ”ეგზომარსი – 2016” – სტარტი – 14 მარტი

 ყველაზე უფრო მეტ აქტიურობას, დღეისათვის, წითელი პლანეტის კვლევაში, ამერიკის კოსმოსური სააგენტო – NASA, იჩენს. სიტუაციის შეცვლას ევროპის კოსმოსური სააგენტო(ESA) და როსკოსმოსი შეეცდება, რომლებიც მომავალ კვირას ერთობლივი მასშტაბური პროექტის – ”ეგზომარსი”, პირველ ფაზაზე გადავლენ, პროექტისა, რომლის მთავარი ამოცანაა სიცოცხლის კვლების აღმოჩენა მარსზე.

 ამ მომენტისთვის, კოსმოდრომზე – ”ბაიკანური”(ყაზახეთი), ორი კოსმოსური აპარატის წინასასტარტე მზადება მიმდინარეობს: ორბიტალური მოდული – TGO(გაზების ინდიკატორი) და დასაშვები მოდული ”სკიაპარელი”(იტალიელი ასტრონომი), რომლებსაც რაკეტა-მატარებლი – ”პროტონ – М”, გაიტანს კოსმოსში( 14 მარტი, 12:31 სთ. მოსკოვის დროით). მარსისა და დედამიწის ახლანდელი ურთიერთგანლაგება ისეთია, რომ წითელ პლანეტამდე მისაღწევად აპარატს 7 თვე დასჭირდება(1).

egzomarsi 2016 zondi

 ”მეთანი, უპირველეს ყოვლისა, იმით არის საინტერესო, რომ მზის სიანთლის ზემოქმედებით ძალიან სწრაფად იშლება. თუ იქაურ ატმოსფეროში არის მეთანი, უნდა იყოს მისი წყაროც, რომელიც მის მარაგს მუდმივად ანახლების. ამავე დროს, მეთანის წყარო გეოლოგიური აქტიურობაც შეიძლება იყოს და ბიოლოგიურიც” – ამბობს ბრიუს ჯაკოვსკი, მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

 ”ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უკვე ასპროცენტიანად ვიცით, რომ მარსი, წარმოუდგენლად რთული სისტემაა. MAVEN(NASA) მარსის ატმოსფეროს ხვედრი)), ატმოსფეროს ზედა ფენებს იკვლევს, TGO კი ქვედა ფენებს შეისწავლის. თუ გვინდა, რომ მარსი ერთ მთლიან სისტემად აღვიქვათ, ორივე აპარატიდან მიღებულ მონაცემებზე უნდა ვიმუშაოთ” – დასძენს ჯაკოვსკი(ისევ მარსული მეთანის შესახებ).

 ზედაპირის კვლევაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, დასაშვები მოდული – ”სკიაპარელი”, მარსის ზედაპირზე ამა წლის 19 ოქტომბერს დაჯდება, რის მერეც ევროპის კოსმოსურ სააგენტოს 2-დან 8 დღემდე დრო ექნება ამ მოდულით ჩასატარებელი კვლევებისთვის(აკუმულატორების რესურსის გამო).

 დასაშვები მოდული ექსპერიმენტული უფროა, ვიდრე სრულსფასოვანი მეცნიერულ-კვლევითი ინსტრუმენტი. ევროპის კოსმოსურ სააგენტოს სურს მოდულის სითბური დამცავის, ძრავებისა და პარაშუტის გამოცდა. ყველა ეს ტექნოლოგია მისიის მეროე ფაზაში იქნება გამოყენებული, როცა პროექტი – ”ეგზომარსი”, 2018 წელს მარსისკენ გაცილებით დიდ მარსმავალს გააგზავნის(სად დაჯდება “პასტერი”?; პროექტი ExoMars; მარსმავლები).

httpv://youtu.be/kfWmn9lDgSw
სტარტმა წარმატებით ჩაიარა.

ასტრონავტები პირველ გასაშლელ კოსმოსურ მოდულში შევიდნენ

  NASA–ს ასტრონავტი ჯეფ უილიამსი პირველია, ვინც გასაშლელ კოსმოსურ სამუშაო მოდულში შევიდა(www.space.com). 6 ივნისს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტებმა პირველად გახსნეს ლუქი და ბიგელოუს გასაშლელ სამუშაო მოდულში – BEAM (Bigelow Expandable Activity Module) შევიდნენ. ეს მოდული მომავალი გასაშლელი საერთაშორისო კოსმოსური სადგურებისა და ხომალდების პროტოტიპია.

bigelou 1 shevidnen

 უილიამსი BEAM–ში აღრიცხვას აწარმოებს. ასტრონავტები მოდულში მუდმივად არ იცხოვრებენ, თუმცა რეგულარულად შეამოწმებენ მის კლიმატურ და ტექნიკურ პარამეტრებს.

 ასტრონავტმა ჯეფ უილიამსმა და კოსმონავტმა ოლეგ სკრიპოჩკამ რამდენიმე საათით მოდულის ფართო მასშტაბებით ისიამოვნეს, რომელიც სიგრძეში 4, სოლო სიგანეში – 3.2 მეტრია და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოცულობას 16 კუბური მეტრის მოცულობას მატებს. მასში ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო და დამხმარე აღჭურვილობა განთავსდება, როგორიცაა, მაგალითად, ჰაერის მომწოდებელი და გამწმენდი საშუალებები; ამიტომ სადგურის 13 ბინადარი მას მხოლოდ დროდადრო მოინახულებს.

 BEAM–ის შიდა ზედაპირი თეთრი და შავი, ამრეკლავი მასალითაა დაფარული. როგორც ვილიამსი აცხადებს, მოდულში ცივა, მაგრამ კდლებზე არ შეიმჩნევა წყლის წვეთების კონდენსირების რაიმე კვალი, რაც მოდულის ჰიგიენური პირობების შესანარჩუნებლად ძალიან კარგ გარემოს უზრუნველყოფს.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&list=PL3ZQ5CpNulQmhcq3vKHvk5N_llATZ5j0g&v=dbImcLQukTo

 გასაშლელი მოდული BEAM საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 16 აპრილს დაამაგრეს, ხოლო სრულ ზომამდე ის 28 მაისს გაიშალა. ის ამ მდგომარეობაში ორი წლის განმავლობაში დარჩება, რაც უილიამსსა და სკრიპოჩკას საშუალებას მისცემს მრავალგვარი სენსორის დახმარებით მისი გარემოს პარამეტრების აღრიცხვები აწარმოონ. ყველა აუცილებელი მონაცემის შეგროვების შემდეგ BEAM საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მოსცილდება და დედამიწის ატმოსფეროში დაიწვება.

 გასაშლელი კოსმოსური მოდულის უპირატესობა მყარ ლითონურ კონსტრუქციებთან შედარებით ის არის, რომ ტრანსპორტირების დროს ის იკეცება და რაკეტაში ძალიან მცირე მოცულობას იკავებს; მაგალითად, BEAM–ის მოცულობა ტრანსპორტირებისას მხოლოდ 2X2 მეტრი იყო.

 “Bigelow Aerospace”-მა განაცხადა, რომ 2020 წელს ის კოსმოსში ძალიან დიდ გასაშლელ მოდულს B330 გაუშვებს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაგან დამოუკიდებლად იმოძრავებს.

ერთწლინი მისიის დასასრული

 მიხეილ კორნიენკო(როსკოსმოსი) და სქოთ ქელი(NASA), რუსული კოსმოსური სადგურის – ”მირი”, დროინდელი ეპოქის მერე პირველად, ერთი წელი იმყოფებოდნენ კოსმოსში, ამჯერად, საერთაშორისო კოსმოპსურ სადგურზე. ეს ექსპერიმენტი, პილოტირებული მარსული მისიების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

„კასინი“ – მისიის დასასრულის კულმინაციური მომენტი

 კოსმოსური აპარატი „კასინი“, სატურნის ეკვატორულ ორბიტაზე 2014 წლის გაზაფხულიდან მოძრაობდა. გამოიყენა რა ამ ორბიტის თავისებურებები, პლანეტისა და მისი თანამგზავრების გრავიტაციული ზემოქმედებით, აპარატმა, გაზის გიგანტის თანამგზავრების დათვალიერება შეძლო. ნასას მეცნიერთა განცხადებით, საკვლევ ობიექტებთან ახლოს მისვლის ხარჯზე, სატურნის რგოლებსა და მის თანამგზავრებზე, უამრავი სასარგებლო ინფორმაცია იქნა მიღებული. სამწუხაროდ, „კასინის“ საექსპლუატაციო ვადა ამოიწურა და ოპერატორები,  მის ახალ პოლარულ ორბიტაზე გადაყვანას შეუდგნენ.

“კასინი” და ზონდი “ჰიუიგენსი“(ილუსტრაცია).

 ბოლო მანევრი 2016 წლის 23 იანვარს განხორციელდა. ახალ ორბიტაზე გადაყვანა ხუთი სამანევრო აჩქარებისა და ტიტანის გრავიტაციის გამოყენებით მოხდება. ჰიდრაზინზე მომუშავე ძრავის 35 წამიანი ჩართვის მერე, აპარატი 6,8 მ/წმ-მდე აჩქარდა. ტიტანის მაქსიმალური გრავიატციული ზემოქმედება 2016 წლის 1 თებერვალს უწევს, რის შედეგადაც „კასინის“ სიჩქარე 774 მ/წმ-მდე გაიზრდება. 25 და 4 აპრილს ტიტანის გრავიტაციული ხაფანგიდან გასანთავისუფლებლად ძრავები კიდევ რამდენიმეჯერ ჩაირთვება.

კასინისა“ და ტიტანის ჩახლართული „ცეკვა“, მისიის „დამასრულებელი აქტისთვის“ მზადებაა – 2017 წლის 15 სექტემბერს, ის სატურნის ატმოსფეროში შეიჭრება და არსებობას შეწყვეტს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.