”ფილმა” გაიღვიძა

 ”ფილის” დაშვება კომეტაზე თავიდანვე პრობლემებით დაიწყო. არც მისამაგრებელი ძრავები ამუშავდა და არც სპეციალური ჰარპუნები, რომლებსაც ზონდის დაფიქისრება უნდა მოეხდინა. მცირე მიზიდულობის გამო, ”ფილი” სამჯერ ახტა ზედაპირიდან და დაგეგმილი ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით შეჩერდა. ამის გამო, აპარატი არა ვაკეზე დაჯდა, არამედ მზისგან ნაკლებად განათებულ ნაპრალში ჩაეშვა. აკუმულატორების განმუხტვამდე, მან ზედაპირის რამდენიმე ფოტო და სხვადასხვა სახის მონაცემები გადმოსცა(ჩრდილში მოქცეული ”ფილი”).

 აღმოჩნდა, რომ ზონდი მერეც ფუნქციონირებდა, თუმცა არ გადმოსცემდა ინფორმაციას. სამაგიეროდ, მონაცემთა 8000-ზე მეტი პაკეტი შეაგროვა. კომეტა პერიჰელიუმს უახლოვდება(მზესათნ უახლოესი წერტილი ორბიტაზე), რის გამოც სინათლის ინტენსივობა გაიზარდა და ზონდმა მზის პანელებიდან გამოსაღვიძებლად საჭირო ენერგია მიიღო. თვითდიგნოსტიკის ჩატარების მერე გაირკვა, რომ მისი ყველა ინსტრუმენტი მწყობრშია.

 ზონდსა და დედამიწას შორის კავშირის სეანსები, როგროც ადრე, ამავე კომეტის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის – ”როზეტა”, საშაულებით მოხდა. კავშირი 85 წამი გრძელდებოდა და იყო პირველი მას მერე, რაც 2014 წლის 15 ნოემბერს, ”ფილი” ძილის რეჟიმში გადავიდა.

komet chavl ckaroამოფრქვევის წერტილები.

gerasimeno periheliumi 13 agvisto

 კომეტა 67P/ჩურიუმოვი-გერასიმენკო სულ უფრო და უფრო უახლოვდება მზეს და ”ფილისგან” კიდევ უფრო მეტ გამოცოცხლებას უნდა ველოდოთ(მისია ”როზეტა”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.