უძველესი ვულკანები და სიცოცხლე

 ყინულქვეშა ოკეანის ქიმიური შემადგენელის ცვლილება, რაც უძველესმა წყალქვეშა ვულკანებმა გამოიწვია, ახალი ორგანიზმების გაჩენის კატალიზატორი შეიძლებოდა ყოფილიყო (Nature Geoscience, EurekAlert!).

 ერთ-ერთი ჰოპოთეზის თანახმად, 640-720 მილიონი წლის წინათ, ხმელეთი და ოკეანე, ყინულითა და თოვლით იყო დაფარული. ამ ოკეანეშ უამრვალი რაოდენობის ვულკანი იყო, ხოლო ასეთი სიტუაცია რამდენიმე მილიონი წელი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.

 გლობალური გამყინვარება სუპერკონტინენტის – როდინია, დაშლამ გამოიწვია, რომლის შედეგადაც მეტი რაოდენობის მდინარეებმა დაიწყო ოკენეში ჩადინება. შეიცვალა წყლის მარილიანობა და ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში, შემდეგ, პლანეტის ყინულოვანი საფარის ზრდა.

 ამის გამო, დედამიწის ატმოსფერო ვერ თბებოდა, ჰაერში საკმარისი რაოდენობის ნახშირორჟანგის დაგროვებამდე. ყველაზე პოპულარული ჰიპოთეზის მიხედვით, ატმოსფეროს ტემპერატურის მატება ვულკანების აქტიურობამ გამოიწვია (დედამიწის ახალგაზრდა ატმოსფერო სიცოცხლისათვის თავსებადი იყო).

 ეს ჰიპოთეზა, დედამიწის ზედაპირის თითქმის ყველა წერტილში ნანახი, ასეულობით მეტრის სისქის კარბონატული დანალექების წარმოქმნის მიზეზს ვერ ხსნის.

 ”ჩვენ ვთვლით, რომ ბევრი გეოლოგიური და გეოქიმიური მოვლენა, დაკავშირებული დედამიწის გაყინვასთან, შუაოკეანური წყალქვეშა ქედების ვულკანების მდებარეობას შეესაბამება” – ამბობს თომ გერნონი (სოუთჰემფთონის უნივერსიტეტი).

 როდინიას დაშლისას, რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, ათულობით ათასი კილომეტრი სიგრძის შუა-ოკეანური ქედის ფორმირება მოხდა. წყალქვეშა ვულკანების მოქმედებით წარმოქმნილი გიალოკლასტიტი (მინისმაგვარი პიროკლასტიკური (ნამსხვრევი) ქანები) ოკეანის ფსკერზე ილექებოდა (მომავალი სუპერკონტინენტის ადგილი).

 დიდი რაოდენობით გამონთავისუფლებული კალციუმი, მაგნიუმი და ფოსფორი ოკეანის წყლებს შეუერთდა. ახალი კვლევის მიხედვით, გიალოკლასტიტების ასეთი რაოდენობა სრულიად საკმარისი იყო კარბონატული დანალექების წარმოსაქმნელად, ხოლო უძველესი ოკეანის წყლის ქიმიის ცვლილება, პლანეტაზე სიცოცხლის განვითარების კატალიზატორად იქცა (სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები; ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდა; ევროპისეული სიცოცხლის მტკიცებულება დედამიწაზე; სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.