სამყარო დროის უკუსვლით

 ფისკოს-თეორეტიკოსებმა, ალან გუთმა(სამყაროს ინფლაციური მოდელის ერთ-ერთი ავტორი) და შონ ქეროლმა, სამყაროს მოდელი წარმოადგინეს, რომელშიც დრო უკან მიედინება(Daily Mail).

 მეცნიერებმა, მარტივი მოდელის მაგალითზე შესაძლო ალტერნატიული სამყარო აღწერეს, რომელშიც მომავალსა და წარსულს ადგილები აქვს შეცვლილი. ნამუშევარში გამოყენებულია დროის ისრის თერმოდინამიკური წარმოდგენა, წარსულისა და მომავლის უთანასწორობაზე ხაზგასმით.

 ამ კონცეფციის მიხედვით, სისტემაში დროის სვლის მიმართულება, ენტროპიის(სისტემის გადასვლა მოწესრიგებუკლიდან, ნაკლებად მოწესრიგებულ მდგომარეობაში) ზრდას ემთხვევა. მაგალითად, ჭიქაში ყავისა და რძის შერევის მერე, სისტემის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

allan guth მეცნიერები დაინტერესდნენ საკითხით, თუ რატომ უნდა იყოს სამყაროს ენტროპია დაბალი, დიდი აფეთქების(რა არის დიდი აფეთქება?) მომენტში(დამზერადი სამყაროს არსებობსი ათვლის წერტილი). ამისათვის გუთმა და ქეროლმა განიხილეს სისტემა, რომელიც შეზღუდული რაოდენობის, შემთხვევითი სიჩქარებით მოძრავი ნაწილაკებისგან შემდგარ ღრუბელს წარმოადგენს.

 მეცნიერებმა ამ ღრუბლის ევოლუცია შეისწავლეს, უსასრულო დრო-სივრცეში(უსასრულო სამყარო). აღმოჩნდა, რომ შემთხვევითმა საწყისმა პირობებმა, ნაწილაკების ნახევარი ღრუბლის გარეთ მოახვედრა, რითაც სისტემის ენტროპია გაიზარდა.

 მეორე ნახევარმა, პირიქით, ღრუბლის ცენტრისკენ დაიწყო სწრაფვა, რაც ენტროპიის შემცირებას ნიშნავს. ღრუბლის ცენტრის გავლის მერე, ეს ნაწილაკები, როგორც სხვები, ღრუბლის მიერ სივრცის თავდაპირველად დაკავებული ნაწილის ფარგლებს გარეთ გავა, რაც სისტემის ენტროპიას გაზრდის.

 აღსანიშნავია, რომ ორი ღრუბლის ენტროპიის ჯამური ზრდა მაშინაც ხდებოდა, როცა დროის სვლის მიმართულება, უკუმიმართულებით იცვლებოდა, რადგან ყველა ნაწილაკი, საბოლოოდ, მათ მიერ წარმოქმნილი ღრუბლის საწყისი მდებარეობის ფარგლებს ტოვებს.

 ფიზიკოსების მიერ განხილულ სისტემაში დროის სვლის მიმართულება შემთხვევითი წესით ფორმირდებოდა. ამას ამტკიცებს ფიზიკის განტოლებების დამოუკიდებლობა დროის სვლის მიმართულებისგან. ნულოვანი ენტროპია საწყის მომენტს შეესაბამება, რომლის მერეც სისტემა წარსულში ან მომავაში ევოლუციონირებს.

 თეორეტიკოსებმა არ იციან, რა ხდება დროის განუსაზღვრელი მიმართულების ისრის მქონე ნაწილაკთა სისტემაში(ცენტრსა და ღრუბლის გარე ნაწილს შორის). ეს მოდელი, მულტისამყაროს არსებობას უჭერს მხარს, რომელშიც ყოველ სამყაროს დროის სვლის განსხვავებული მიმართულება გააჩნია(ყოვლისშემძლე ინფლაცია; მთელი სამყარო ერთ სურათში; რატომ უნდა ვიცოდეთ, არსებობს თუ არა პარალელური სამყაროები?; დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.