სპირალური გალაქტიკა M106

 გალაქტიკებით მდიდარი კოსმოსური პეიზაჟის ცენტრში დიდი, კაშკაშა და ლამაზი სპირალური გალაქტიკა – M106 მდებარეობს. ეს ფოტო ორი გრადუსის ზომის სივრცეს მოიცავს, ცის ნაწილს დიდი დათვის ”კოვზის”(ციცხვის) ტართან ახლოს, ქოფაკის თანავარსკვლავედის მიმართულებით. გალაქტიკების ჯგუფის – ქოფაკი II, ყველაზე დიდი წევრი, NGC 4258-ის სახელითაც არის ცნობილი, ამ გალაქტიკის ზომა 80 ათასი სინათლის წელია, იქამდე მანძილი კი 23,5 მილიონი სინათლის წელი. ასე შორს მდებარე გალაქტიკის კვალობაზე, M106-მდე მანძილი დიდი სიზუსტით არის დადგენილი, რაც მასში არსებული ბუნებრივი მაზერის(მიკროტალღური ლაზერი) საშუალებით მოხერხდა(განწირული ვარსკვლავი). ეს იშვიათი მოვლენა, გალაქტიკის აქტიური ბირთვის გარშემო მოძრავ მოლეკულურ ღრუბლებში წარმოიქმნება. ფოტოზე მარჯვნივ და ქვემოთ მდებარე, ჩვენსკენ გვერდხედით მობრუნებულ NGC 4217-მდე მანძილი დაუზუსტებელია – დაახლოებით 60 მილიონი სინათლის წელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.