ისევ ვირტუალური სამყაროს შესახებ

 კვანტური რეალიზმის შემქმნელები, სამყაროს ვირტუალურობის 10 მიზეზს მოგიყვანენ:

1)სამყაროს გაჩენა 2)ზღვრული სიჩქარე 3)დრო 4)სამყარო მრუდდება 5)შემთხვევითი მოვლენები, 6)ანტიმატერია არსებობს 7)ე.წ. კვანტური დიფრაქცია, 8)ბნელი მატერია და ენერგია 9)ტუნელირების ეფექტი, 10)კვანტური გადახლართულობა. ამათგან ყველაზე უცნაური და გაუგებარი, ალბათ, ეს უკანასკნელია(ვერც შესაბამისი ქართული სიტყვა მოვძებნე, ან როგორ მოვძებნი, თუ ვერ ვხვდები, რაზეა საუბარი.astronet.ge).

 თუ ატომი სხვადსხვა მხარეს მიმართულ ორ ფოტონს გამოასხივებს, კვანტური თეორია ”გადახლართვას” მათ და თუ ერთ-ერთი ქვემოდან ზემოთ ”ბრუნავს”(სპინი), მეორე, აუცილებლად ზემოდან ქვემოთ იბრუნებს. თუ ერთ-ერთმა მათგანმა ეს კვანტური მდგომარეობა შეიცვალა, მეორე მყისიერად ”იგებს” ამის შესახებ, თუნდაც სამყაროს მოერე ბოლოზე იყოს. იმის აღმოჩენამ, რომ ერთი ფოტონის სპინის გაზომვა, სამყაროს სხვა წერტილში მდებარე მეორე ფოტონის სპინიზე მყისიერად ზემოქმედებს, ალბერტ აინშტაინიც კი საგონებელში ჩააგდო(მისი გონიერება კი კარგად მოგეხსენებათ 🙂 ).

 მეცნიერების ისტორიაში, ზემოთ ხსენებულის გადასამოწმებლად, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ზუსტი და გულმოდგინე ექსპერიმენტი ჩატარდა, კვანტური მექანიკა ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა. ერთ-ერთ გადახლართულ ფოტონზე დაკვირვება, მეორეს სპინს ცვლის, თუნდაც ისეთ მანძილზე, რომელზეც სინათლის სიჩქარით მოძრავი სიგნალი ამის ”შეტყობინებას” ვერ ასწრებდეს. ბუნებას ამის გაკეთება ფოტონების გამოხივებისთანავე შეეძლო – ერთი ზედა სპინიანი ფოტონი, მეორე ქვედა სპინიანი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უფრო რთულია. ამიტომ ეს საშუალებას იძლევა ნებისმიერი სპინი იქნეს არჩეული ერთ-ერთის მიერ, ხოლო დავადგენთ თუ არა მას გაზომვებით, მეორეს სპინი მაშინვე საწინააღმდეგოთი იცვლება, თუმცა, ეს ფაქტი ფიზიკურად წარმოუდგენლად გვეჩენება.

 კვანტური რეალიზმი

 ამ თვალსაზრისით(სამყაროს ვირტუალურობის) ორი ფოტონი გადაიხლართება, როცა მათი პროგრამები ორი წერტილის ერთობლივად სამართავად ერთიანდებიან. თუ ერთი პროგრამა ზედა სპინზეა პასუხისმგებელი, მეორე კი ქვედაზე, მათი გაერთიანება ორივე პიქსელზე იქნება პასუხისმგებელი, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ფიზიკური მოვლენა ორივე პიქსელის პროგრამათა შემთხვევით გაშვებას იწვევს და ისინიც შესაბამისად რეაგირებენ მათზე. გადანაწილების ეს კოდი მანძილის იგნორირებას ახდენს, იმიტომ რომ პროცესორს პიქსელებთან მისვლა არ სჭირდება, რათა გადააბრუნოს სპინის მდგომარეობა, თუნდაც სამყაროს ზომის იყოს ეკრანი.

 ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი 61 ნაწილაკს ითვლის, რომელთა პარამეტრები ზუსტადაა ცნობილი. ის რომ კომპუტერი იყოს, ყოველი ნაწილაკის ასამოქმედებლად რამდენიმე ათეული ბერკეტი ექნებოდა. დასჭირდებოდა 5 უხილავი ველი, რომლებიც 14 ვირტუალურ ნაწილაკს აჩენენ, მუშაობისათვის საჭირო 16 განხვავბეული ”მუხტით”(არომატული კვარკები:)). ეს ნაკრები სრული შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა, სტანდარტული მოდელი ვერ ხსნის გრავიტაციას, პროტონის სტაბილურობას(არ იშლება ატომის გარეთ ყოფნის დროს), ანტიმატერიას, კვარკების ცვლილებებს, ნეიტრინოს მასასა და სპინს, ინფლაციასა და კვანტურ შემთხვევითობას – ეს ყველაფერი კი უმნიშვნელოვანესია. ბნელ მატერიასა და ენერგიაზე საუბარიც კი ზედმეტია, არადა სამყაროს მასის მეტი წილი სწორედ მათზე მოდის(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები).

 კვანტური რეალიზმი, კვანტური თეორიის ახლებურ ინტერპრეტაციას აკეთებს, ერთი ქსელისა და პროგრამის ტერმინებით. ის უშვებს, რომ ფიზიკური სამყარო პროგრამული დამუშავებისმაგვარი რამაა, ეს მის რეალობას არ აკნინებს, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას. ამ თეორიის მიხედვით, მატერია გამოსხივებისგან გაჩნდა, როგორც სტაბილური კვანტური ტალღა, ანუ ვაკუუმში(სიცარიელის ძალის გაძლიერება…) შეჯახებისას სინათლეს მატერიის გაჩენა შეუძლია. სტანდარტული მოდელი კი ამტკიცებს, რომ ფოტონებს შეჯახება არ შეუძლიათ, ამიტომ კარდინალური ექსპერიმენტული მიდგომაა საჭირო ჩვენი სამყაროს ვირტუალურობის დასადგენად. თუ ვაკუუმში შეჯახებისას სინათლე მატერიას გააჩენს, ელემენტარული ნაწილაკების მოდელი, ინფორმაციული დამუშავების მოდელით შეიცვლება.

One comment

  1. დავუშვათ და მართლაც ვიღაცამ შექმნა სამყაროს ვირტუალური მოდელი, როგორ ფიქრობთ, იმაზეც ხომ იზრუნებდა, რომ ვირტუალურობის მტკიცებულება არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი? მითუმეტეს ადამიანებისთვის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.