სამყარო კომპიუტერული პროგრამაა?!

 ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ჯიმ ელვიჯი აცხადებს, რომ ჩვენი სამყარო, უცნობი გონის მიერ შექმნილი ვირტუალური რეალობაა.

 ”მატერიას, როგორც ობიექტურ რეალობას, შეგრძნებებით აღვიქვამთ. სხვადასხვა სხეულებზე შეხებისას, მათ შესახებ, განცდილი შეგრძნებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამავე დროს, ობიექტთა უმრავლესობა სიცარიელეებით არის სავსე(მაგ:. თუ ატომის ბირთვს მოედნის ცენტრში დადებულ ფეხბურთის ბურთს შევადარებთ, ელექტრონები, მაყურებლების დასაჯდომ სკამებზე აღმოჩნდებიან) კომპიუტერის ეკრანზე არსებული იარლიყების(Shortcuts) მიღმა გარკვეული ინფორმაცია იმალება, თუმცა ყველაფერი ეს – მხოლოდ პირობითი რეალობაა, მატრიცა, რომელიც მხოლოდ მონიტორზე ასრებობს” – ამბობს ელვიჯი(მატრიცა).

 ყველაფერი, რაც ჩვენ მატერია გვგონია, სინამდვილეშჳ კომპიუტერული კოდებია, ტვინი კი ინტერფეისი, რომლის საშულებითაც ”სამყაროსეული ინტერნტის” წვდომა შეგვიძლია(სამყაროს, ტვინისა და ინტერნეტის მსგავსება).

 ელვიჯი, ჯონ უილერის წიგნზე(გეონები, შავი ხვრელები და კვანტური ქაფი:   დაყრდნობით საუბრობს. უილერი თვლიდა, რომ ფიზიკის საფუძველს ინფორმაცია წარმოადგენს. ნებისმიერ საგანს თავის ღრმა საფუძველში, არამატერიალური წყარო და ახსნა გააჩნია. ის, რასაც ჩვენ რეალობას ვუწოდებთ, კომპიუტერულ ”კი-არა”(0-1)-ზეა დაფუძნებული. ”ყველა ფიზიკური არსი ინფორმაციულ-თეორიულია, სამყარო კი ამ ყველაფერში ჩვენს მონაწილეობას მოითხოვს”(ანთროპული პრინციპი).

 სწორედ ორობითი კოდის ხარჯზე შეგვიძლია ციფრულ რეალობათა ვარიანტებს შორის არჩევანის გაკეთება, რასაც გონით ვაკეთებთ. ამ ვირტუალურ რეალობას უილერი ”თანამონაწილეობის სამყაროს” უწოდებს.

 ბუნების ვირტუალურობის ირიბ მტკიცებულებად ელემენტარულ ნაწილაკთა კვანტური ბუნება შეიძლება წარმოვადგინოთ, მათი მახასიათებლების განუსაზღვრელობა. კონკრეტულ ადგილს მაშინ ”მიემაგრებიან”, როცა მათზე დაკვირვება მიმდინარეობს(რეალობის კვანტური ილუზორულობა; სიმების თეორია შეიძლება კვანტური მექანიკის საფუძვლად იქცეს; მეცნიერები პარალელურ სამყაროებს ეძებენ).

 ელვიჯი, თავის მხრივ, წარმოსახვითი ექსპერიმენტის ჩატარებას გვთავაზობს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს გარშემო მდებარე სხეულები ციფრული რეალობაა, მატრიცა. კალამი მაშინ ხდება კალამი, როცა მას შეხედავთ, მისი იდენტიფიცირება დამახასიათებელი ვიზუალური ნიშნებით შეგიძლიათ. დანარჩენი განუსაზღვრელი პოტენციალი, რომელიც კალამს გააჩნია, მონაცემები მის შინაგან მოწყობილობაზე, მისი დაშლის მერე დგინდება.

 ტვინი, ამ ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის საშაუალებაა, როგოც ინტერნეტ ბრაუზერი, იმახსოვრებს რა ყველაფერს(cache), როცა ჩვენ ინტერნეტში დავძვრებით. ელვიჯის თქმით, თუ ეს მართლაც ასეა, ისეთ მონაცემებზე წვდომის საშუალებაც გვექნება, რომლებიც ჩვენი ტვინის გარეთაა. ინტუიცია და ნათელმხილველობა, როგორც ჩანს, ანგარიშგასაწევი ფენომენია(ითხოვეთ და მოგეცემათ 🙂 გააგზავნეთ გონებრივი მესიჯი ვირტუალური სამყაროს შემქმნელებთან 🙂 ). ამ თვასლაზრისით, არც სიკვდილია ისეთი ცუდი, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. თუ ჩვენი გონი სიმულაციაა, სიკვდილი ამ სიმულაციის შეჩერება იქნება, სხვა სიმულატორში გადასვლა(ესც შენი რეინკარნაცია თუ განახლება, update 🙂 ).

 თეორია ინფორმაციული რეალობის შესახებ, კლასიკურსა და კვანტურ ფიზიკას(მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ) შორის არსებულ შეუსაბამობებსაც აღმოფხვრის (უნივერსალური თეორიები). ელვიჯის აზრით, არსებობენ ორი ტიპის მონაცემები: ობიექტა აღმწერი გრაფიკული და ხმოვანი კომპიუტერული ფორმატის მსგავსი მონაცემები და მონაცემები, რომლებიც მათ მუშაობას უზრუნველყოფენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.