არსებობს თუ არა დრო?

 ყველამ იქამდე ვიცით რა არის დრო, სანამ დავფიქრდებით, რა არის ის სინამდვილეში. იქნებ ილუზიაა, ჩვენი წარმოდგენის გამოვლენა მიზეზ-შედეგობრიობის შესახებ?

 მოგეხსენებათ(ალბათ), რომ სამყარო სამგანზომილებიანია(ესეც ალბათ), პლიუს მეოთხე, დროითი განზომილება. გავიხსენოთ ისააკ ნიუტონის მოძრაობის სამი კანონი, რომლებიც ბუნების ძალებისა და ობიექტების ურთიერთ დამოკიდებულებას აღწერენ. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი იდეა, უმნიშვნელოვანესი ამ საკითხისთვის, აბსოლუტური სივრცისა და აბსოლუტური დროის კონცეფციაა.

 ნიუტონის კანონების მიხედვით, დრო – სამყაროს უცვლელი სიდიდეა, ის ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე მიედინება და ყველა დამკვირვებლისთვის ერთნაირია. ნიუტონის ამ მოსაზრებას აინშტაინის ფარდობითობის თეორია ეწინააღმდეგება. აქ და მარსზე დრო განსხვავებულად მიედინება. სწრაფად მოძრაობისას, ასევე, მასიური ობიექტის გრავიტაციულ ველში, დრო იცვლება. ზოგიერთი მეცნიერი აინშტაინის იდეების მაქსიმუმამდე აყვანას ცდილობს.

 ახალი ნამუშევრის ავტორები გვთავაზობენ სხვაგვარად შევხედოთ დრო-სივრცულ კონტინუუმს. უფრო მეტიც: ერთ-ერთი ავტორის ვარაუდით, სამყარო უნდა განისაზღვროს როგოც ”უდროო”, ასე რომ ვთქვათ.

 ამრით სორლი, დავიდ ფისკალეტი და დიუზან ქლინარი გვთავაზობენ, რომ დრო წარმოვიდგინოთ როგორც X ღერძი გრაფიკზე. ცვლადს, ფიზკური სისტემის ევოლუციის ვიზუალიზაცია შეუძლია. ჩვენ ობიექტის სიხშირესა და სიჩქარეს ვზომავთ, ხოლო დროს არა. გარდა ამისა, მის მათემატიკურ ფასეულობას ჩვეულებრივ ყურადღებას არ ვაქცევთ. არსებითად, ჩვენ არა დროით ცვლადთან გვაქვს საქმე, არამედ ობიექტის მოძრაობას სხვა ინფორმაციის მისაღებად ვიყენებთ:

 თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც დრო ფიზიკურ არსს წარმოადგენს, რომელშიც მატერიალური ცვლილებები ხდება, უფრო მოსახერხებელი თვალსაზრისით იცვლება, რომელშიც დრო უბრალოდ მატერიალური ცვლილებების რიცხვითი მიმდევრობაა. ეს შეხედულება ფიზიკურ სამყაროსაც უკეთ მიესადაგება, ხსნის მყისიერ ფიზიკურ მოვლენებს: გრავიტაცია, ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება, კვანტური მოჭიდულობა(კვანტური მექანიკის შემოწმებაში კვაზარები დაგვეხმარებიან) და ა.შ.

 იდეას იმის შესახებ, რომ სივრცის მეოთხე განზომილებას დრო წარმოადგენს, განსაკუთრებული პროგრესი არ მოუტანია. ახლა ჩვენ სამგანზომილებიან კვანტურ სამყაროს პლანკის ნამუშევრებზე დაყრდნობით განვიხილავთ. ასეთ სამგანზომილებიან სამყაროში არც ”მანძილის შემოკლება” არსებობს და არც ”დროის შენელება”. არის მატერიალური ცვლილებების სიჩქარე, რომელიც ”ფარდობითია” აინშტაინისეული თვალსაზრისით. რადგან ამ ოთხგანზომილებიან სტრუქტურაში სხვა არცერთი სექცია არა რის, რომელშიც ”ახლა” ობიექტურადაა წარმოდგენილი, ცნებები ”უკვე ხდება” და ”ხდება” ბოლომდე ჯერ კიდევ არ ქრებიან, თუმცა ძალიან რთულდებიან. როგორც ჩანს, უფრო სწორი იქნება ვიფიქროთ, რომ ფიზიკური რეალობა ოთხგანზომილებიანი ყოფაა, არა სამგანზომილებიანი ყოფის ევოლუცია.

 გონებრივი ექსპერიმენტი:

 დავუშვათ გვაქვს ფოტონი, რომელიც სივრცის ორ წერტილს შორის წინ და უკან მოძრაობს. მათ შორის სივრცე მთლიანად პლანკური, ანუ უმცირესი დისტანციებით არის შევსებული, რომელთა გადალახვა ფოტონს დროის განმავლობაში შეუძლია. როცა ფოტონი პლანკურ სიგრძეს გადის, ის აღიწერება, როგორც სივრცეში მოძრავი და არა დროში.

 ფოტონი, წერტილიდან 1, წერტილ 2-სკენ მოძრავ ობიექტად შეიძლება განვიხილოთ და მისი პოზიცია წერტილში 1 – არის წერტილ -2-ის ”წინა” პოზიცია იმ გაგებით, რომ ციფრი 1 ციფრი 2-ის წინ რიცხვითი მიმდევრობით მოდის. რიცხვითი მომდევრობა დროითი მიმდევრობის ექვივალენტური არ არის, ანუ ციფრი 1 არ არსებობს დროში ციფრი 2-ის წინ, არსებობს მხოლოდ რიცხობრივად.

 ამ ექსპრიმენტიდან გამომდინარე, დრო ცვლილებათა რიცხობრივი მიმდევრობაა, არა მეოთხე განზომილება. დროის ასეთნაირი განხილვა, როგორც ცვლილებებზე თვალყური დიდი დროის განმავლობაში, არა მარტო ზენონის პარადოქსს ახსნის მოძრაობის შესახებ, არამედ ბუნების მახასიათებელთა უკეთ აღწერაშიც დაგვეხმარება.

 დროის თეორია როგორც მეოთხე განზომილება სივრცეში – ფალსიფიკაციაა, და ჩვენი ნამუშევრიც ამ ფალსიფიკაციის მაღალი ალბათობისკენ მიუთითებს. ექსპერიმენტული მონაცემები გვიჩვენებენ, რომ დრო არის ის, რასაც ჩვენ საათებით ვზომავთ. ხოლო საათებით, მატერიალური ცვლილებების რიცხობრივ მიმდევრობას ვგებულობთ, ანუ სივრცეში მოძრაობას.

4 comments

  1. ჩემი გადმოსახედიდან, დრო ყოველთვის არსებობდა და არსებობს, უბრალოდ ჩვენთვის არის რაღაც რაღაცეები გაუგებარი, ჩვენი ტვინი ჯერჯერობით აქ არის გაჩერებული, ამ დროში.
    ჩემი აზრით, დრო მხოლოდ დღე და ღამე არ არის, დრო იწყება იქიდან როცა სულიერი არსება შეიქმნა, დრო რა არის? დრო ვართ ჩვენ ყველანი, ყველა ადამიანს თავისი დრო აქვს, ვინ როდის დაიბადა, ყველა ცოცხალი არსება დრო არის, უბრალოდ ჩვენ ვიღაცის დრო ვიცით ვირაცის ან რაღაცის არ ვიცით…
    დრო არის ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვერ ვზომავთ, რადგან ჩვენ არ ვიცით ღმერთმა როდის დაიწყო არსებობა, ღმერთი სულ არსებობდა და არსებობს, ესეიგი შესაბამისად დროც სულ არის, რა დროიდან ღმერთი არსებობს იმ დროიდან დროც არსებობს, ასევე ანგელოზები და შემდეგ ადამიანები…
    ისე რომ ჩვენ დროზე არ ვართ დამოკიდებულნი, პირიქით, დრო ჩვენზეა (ცოცხალ არსებაზეა) დამოკიდებული, ჩვენ თუ ვარსებობთ და საერთოდ ცოცხალი არსებები ესეიგი დროც ჩვენთან ერთად არსებობს!

  2. ღმერთისა და რელიგიის ხსენება ასეთ საიტზე, დაუკმაყოფილებლობის გრძნობას აჩენს ყოველთვის, ზებუნებრივის ჩარევის მოლოდინითა და ზარმაცობით შორს ვერ გავფრინდებით!

  3. როცა ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია.
    როცა ყველას და ყველაფერს თავისი სახე აქვს.
    როცა ყველამ თავისი ადგილი იცის.
    როცა ყველაფერი თავის ადგლილზეა.
    როცა ერთმანეთს არაფერს ვუმტკიცებთ და მხოლოდ ცოდნას და გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს.
    როცა ერთმანეთის მოსმენა შეგვიძლია.
    როცა საკუთარ თავს ბრძენად არ აღვიქვამთ.
    როცა ვიცით რომ ყველაფერი არ ვიცით.
    როცა ვიცით რომ ჩვენც ვცდებით.
    როცა ვიცით რომ ყველაფრის დამტკიცება შეიძლება ისევე როგორც არაფრის. (საბოლოოდ ვერაფერს დაამტკიცებ)
    როცა ვიცნობთ მეცნიერებას სულიერება-რელიგიასთან ერთად.

    ეს, კარგია… იდეალურია!..

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.