ასტრონომებმა უჩვეულო ობიექტი აღმოაჩინეს. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ისინი ზემასიურ შავ ხვრელს ხედავენ, მეორეს მიხედვით – ელვარე ცისფერ ცვალებად ვარსკვლავს(NASA).
პირველ სცენარში, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ხვრელი, ორი ზემასიური ხვრელის შერწყმით გაჩნდა, რომლებიც აქამდე ორი ჯუჯა გალაქტიკების ცენტრებს წარმოადგენდნენ. ეს ვარსკვლავური სისტემები ერთ გალაქტიკად გაერთიანდნენ და ახლად გაჩენილი ზემასიური ხვრელი კოსმოსში გამოტყორცნეს. ობიექტი SDSS1133 დედამიწიდან 90 მილინი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ხოლო გალაქტიკა მარკარიან 177-დან 2,6 ათასი სინათლის წლის მანძილზე, ორივე დიდი დათვის თანავარსკვლავედის ფარგლებშია.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში SDSS1133-მა აქტიურობას მოუმატა, რითაც ასტრონომების ყურადღება მიიპყრო. პირველად ის 60 წლის წინათ შეამჩნიეს. მარკარიან 177-ზე ბოლოს ჩატარებულმა დაკვირვებებმა, მასში ინტენსიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები გამოავლინა, რაც სხვა გალაქტიკასთან არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელ შეჯახებაზე მეტყველებს. მეცნიერთა აზრით, ამ პროცესის დინამიკა ისეთი იყო, რომ შავი ხვრელი SDSS1133 შეიძლებოდა მშობელი მარკარიან 177-დან გამოდევნილიყო.
ალტერნატიული ჰიპოთეზის მიხედვით, SDSS1133 არა გამოძევებული შვი ხვრელია, არამედ ელვარე ცისფერი ცვალებადი ვარსკვლავი(დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა). იშვიათი ვარსკვლავების ამ ჯგუფში ისეთ მნათობები შედიან, რომელთა მასები ვარსკვლავისათვის შესაძლებელი მასების ზედა ზღვარს უახლოვდებიან(ყველაზე კაშკაშა და მძიმე ვარსკვლავი). ასეთი ობიექტები ნისლეულებით არიან შემოფარგლულნი. მეცნიერთა თქმით, SDSS1133 ზეახლად აფეთქდა, რომლის ელვარების პიკი 1950-დან 2001 წლამდე დაიმზირებოდა, მერე კი კლება დაიწყო.
1950 წლამდე ტელესკოპების შესაძლებლობები SDSS1133-ის მსგავს ობიექტებზე დამზერის საშაულებას არ იძლეოდნენ. ჩვენს გალაქტიკაში ელვარე ცისფერი ცვალებადი ვარსკვლავის მაგალითი ორმაგი ვარსკვლავური სისტემის გემის ეტაა(Eta Carinae). მისი მასა 90-ჯერ აღემატება მზისას. ამ სისტემის ელვარების პიკი 1838-სა და 1845 წლების ფარგლებში დაიმზირებოდა.
eta Carinae მის მიერვე გამობერილ ორ გიგანტურ გაზის ბუშტებს შორის მდებარეობს.
ასტროფიზიკოსები SDSS1133-ზე დაკვირვების გაგრძელებას „ჰაბლით“ აპირებენ, 2015 წლისთვის დამზერათა სერიები ულტრაიისფერ დიაპაზონში ჩატარდება. ახლანდელი კვლევები კი ორბიტალური გამა-ტეელსკოპის – „სვიფტი“ და ჰავაიზე არსებული Keck II-ის საშაულებით ტარდებოდა.
httpv://www.youtube.com/watch?v=BwhUl1qvG4k