კოსმოსის ზემოქმედება ქალისა და მამაკაცის ფიზიოლოგიაზე

 NASA-მ და ა.შ.შ-ს კოსმოსური ბიომედიცინის ნაციონალურმა ინსტიტუტმა კვლევის განზოგადება გადაწყვიტეს, რომელშიც ქალისა და მამაკაცის ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაზე კოსმოსური ფრენების ზემოქმედება იქნა განხილული. კვლევა 2011 წელს დაიწყო და მასში ექვსი მუშა ჯგუფის მასალები იქნა გაერთიანებული(of Women’s Health).

 ჯგუფები, ქალისა და მამაკაცის გულ-სისხლძარღვთა, იმუნოლოგიურ, საყრდენ-მამოძრავებელსა და რეპროდუქტიულ სისტემებს სწავლობდნენ, ასევე მათ ქაცევას კოსმოსის პირობებთან ადაპტაციისას.

 ძირითადი დასკვნებია ასეთია:

  1.  ქალებს დიდი ხნით ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა უჭირთ; ეს ალბათ, მათი სისხლძარღვების სისტემის განსაკუთრებულობით აიხსნება(ყურადღებით:კოსმოში ქალია!).
  2.  კოსმოსში ყოფნისას ქალების სისხლში პლაზმის კონცენტრაცია მცირდება და გულის ფეთქვის სიხშრე იმატებს, მაშინ როცა კაცების სისხლძარღვთა სისტემის წინააღმდეგობა სისხლის მოძრაობის მიმართ მატულობს(უწონობით მომრგვალებული გული; კოსმოსში ფრენა ასტრონავტების ვიზუალური აღქმის აპარატზე მოქმედებს).
  3. მხედველობის გაუარესება და მასთან დაკაშირებული თავის ქალის წნევა ქალთა 62%-ში და მამაკაცთა 82%-ში დაიმზირება, თუმცა სერიოზული გართულებები მხოლოდ კაცებშია შემჩნეული.
  4.  განსხვავება იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში კოსმოსში ყოფნის დროს არ დაიმზირება, თუმცა ქალების იმუნური სისტემა მიწაზე დაბრუნების მერე მნიშვნელოვნად აქტიურდება. მეორეს მხრივ, ამის გამო ქალები აუტოიმუნური დაავადებებისადმი მგრძნობიარენი ხდებიან.
  5.  რადიაცია ქალებზე უფრო მეტად ზემოქმედებს, ვიდრე კაცებზე(რადიაცია მარსისკენ მიმავალ გზაზე).
  6.  ქალების ვესტიბულარული აპარატი უწონობის პირობებისადმი ნელ ადაპტირებას განიცდის, მამაკაცებს კი დედამიწაზე დაბრუნების მერე ექმნებათ ეს პრობლემები. ექსპერტთა თქმით, ვესტიბულარული აპარატის მუშობაში რაიმე მნშვნელოვანი განსხვავება ორივე სქესის წარმომადგენელთა შორის არ ფიქსირდება.
  7.  ასტრონავტ კაცებს, ასაკის მიხედვით, ზოგიერთ სიხშირეებზე უფრო მალე უქვეითდებათ მგრძნობელობა, ვიდრე მათ ქალ კოლეგებს.
  8.  განსხვავება საყრდენ-მამძრავებელი სისტემის ფუნქციონირებაში შემჩნეული არ არის(ასტრონავტები სიმაღლეში იზრდებიან).
  9.  კოსმოში ყოფნის დროს ქალებს უფრო ხშირად ექმნებოდათ შარდსადინარი გზების ინფექციებთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე კაცებს, თუმცა საკმაოდ კარგად ექვემდებარებოდნენ ეს დაავადებები ანტიბიოტიკებით მკურნალობას(წამალი კოსმოსში ეფექტურობას კარგავს).
  10.  რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება ქცევასა და ფსიქოლოგიურ რეაქციებშიც არ გამოვლენილა, რაც ასტრონავტების გულდსმით შერჩევას შეიძლება უკავშირდებოდეს.

 მეცნიერთა კვლევა, დაკავშირებული ადაპტაციისთან კოსმოსურ პირობებზე სქესობრივი განსხვავების მიხედვით, დღევანდელი დღისთვის ყველაზე უფრო სრულყოფილია(როგორ მოქმედებს უწონობა ასტრონავტებზე?). 2013 წლის ივნისისთვის ექიმებმა კოსმოსში ნამყოფი 477 კაცი და 57 ქალი გამოიკვლიეს. კიდევ უფრო ზუსტი მონაცემების მისაღებად სპეციალისტები ურჩევენ NASA-ს ასტრონავტ ქალთა რაოდენობა გაზარდონ, გაითვალისწინონ გენდერული განსხვავებები მომავალი მისიების დაგეგმვის დროს. ეს ასტრონავტთა მიმართ კიდევ უფრო პერსონალიზირებული მიდგომისთვის არის აუცილებელი(როცა უწონობა ტვირთია: რაზე არ ლაპარაკობენ ასტრონავტები; კოსმოსის სუნი; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.