წამალი კოსმოსში ეფექტურობას კარგავს

 

 პარაცეტამოლი არ დაწევს სიცხეს, ანტიბიოტიკები არ დახოცავენ ინფექციებს: ლინდონ ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წამლების ეფექტურობა მკვეთრად მცირდება დედამიწის ფარგლებს გარეთ.

 ნაშრომში, რომელიც ამერიკელი ფარმაცევტ-მკვლევარების ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა( AAPS Journal), გაკეთდა დასკვნა – წამლების სამედიცინო თვისებების დაკარგვის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს კოსმოსურ სადგურზე არსებული მაღალი რადიაციული ფონი.

ავტორების თქმით, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება კოსმოსური მოგზაურობა, მით მეტი წამალი იქნება საჭირო. დედამიწის პირობებში წამლების ვარგისიანობის ვადა 2 წელს შეადგენს. ამასთან ერთად მედიკამენტები უნდა ინახებოდეს მშრალ და ცივ ადგილზე.

კოსმოსური ხომალდის ბორტზე სრულიად განსხვავებული პირობებია. თუ ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი შესაძლებელია, რადიაციის, გადატვირთვების, ვიბრაციის(ასევე სუსტი გრავიტაცია), კონტროლი შეუძლებელია.

მკვლევარებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნეს ოთხი ყუთი, რომლებშიც მოთავსებული იყო 35 სხვა და სხვა ტიპის სამედიცინო პრეპარატი. ზუსტად ასეთი ყუთები კი დატოვებულ იქნა დედამიწაზე, ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში. ერთი კოლოფი 13 დღის მერე დააბრუნეს, ხოლო მეორე 28 თვის მერე. ყველა შემთხვევში, კოსმოსში ნამყოფი წამლების ეფექტურობა დაბალი იყო ანალოგურ, დედამიწაზე დატოვებულ წამლებთან შედარებით.

 თუმცა, პრეპარატები, რომლებიც ადვილად უერთდებიან ჟანგბადს(იჟანგებიან), სადგურზე მაღალი ნახშირორჟანგის შემცველობის გამო უფრო დიდხანს ინახებიან, ვიდრე დედამიწაზე. ამიტომ, მაგალითად, ვიტამინი A და C, ასევე ადრენალინი თავიანთ თვისებებს უფრო დიდ ხანს ინარჩუნებენ ვიდრე მიწაზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.