ყურადღებით:კოსმოში ქალია!

 ერთი შეხედვით, ეს საოცრად ნაზი და ფაქიზი არსებები შეიძლება სულაც არ იყონ ნაზები, სინამდვილეში ისინი ძალიან ძლიერი და ჭკვიანი ქმნილებები არიან, რომელთაც საკმაოდ დიდი მიღწევები აქვთ ყველა სფეროში, მათ შორის ასტრონომიაში. მოდით  ნუ დავუკარგავთ ღვაწლს, ბუნების ამ უმშვენიერეს ქმნილებებს და გავიხსენოთ მათი წარსული და აწმყო ასტროსაქმეები. ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის ან ბევრმა არ იცის, ან უბრალოდ დავივიწყეთ თუ რამდენმა ქალმა იფრინა კოსმოში და ვინ იყო პირველი ასტრონავტი ქალბატონი. მათი რიცხვი საკმაოდ დიდია – 56 ქალი: რუსეთიდან, ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ კორეადან, კანადიდან, ირანიდან, იაპონიიდან, ხოლო 45 ამერიკიდან, თუმცა აქედან სამხრეთ კორეის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ირანის ასტრონავტმა ქალებმა კოსმოსში იფრინეს როგორც საბჭოთა კოსმოსური პროგრამის მონაწილეებმა. შევეცდები  მოკლედ გიამბოთ მათზე.

 პირველი ასტრონავტი ქალი ვალენტინა ტერეშკოვა იყო, საბჭოთა კავშირიდან, რომელიც 400 კანდიდატიდან იქნა შერჩეული და 1963 წლის 16-19 ივნისს 48 ჯერ შემოუფრინა დედამიწას. მეორე საბჭოელი კოსმონავტი ქალი იყო სვეტლანა სავიცკაია – 1982 წლის 19 აგვისტო.

 რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, პირველი იყო სალი რაიდი, რიგით მესამე ქალი კოსმოში, რომელმაც 32 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა, 1983 წლის 18 ივნისს გავიდა კოსმოში. შემდეგ იყვნენ: ჯუდით რეზნიკი – 1984წ. 30 აგვისტო. კეტრინ სალივანი – 1984წ. 5 ოქტომბერი. ანა ლე ფიშერი, მარგარეთ რია სედონი, შენონ ლუსედი, ბონი დანბარი, მერი ქლივი, კეტრინ თორნტონი, მარშა ივინსი, ლინდა გადვინი, ელენ შერმანი, თამარა ჯერნიგანი, მილი ჰალფორდი, რობერტა ბონდარი კანადიდან, ნეიოკო იემოზაკი იაპონიიდან, ლიუ იანი ჩინეთიდან, ანუშა ანსარი ირანიდან, ალბათ გიკვირთ ირანელებმა ქალი როგორ გაუშვესო, მაგრამ აი ასეც ხდება ხოლმე, როცა საქმე ქალთან გვაქვს.

 2010 წლის 14 აპრილს კი 4 ქალბატონი ერთად იმყოფებოდა კოსმოსურ ხომალდზე. ასე რომ ქალები მარტო სამზარეულოში კი არა კოსმოსშიც გადასარევად ფუსფუსებენ(კიდევ ასტრონავტებზე).

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.