ერთხელ მზის გარშემო

 აქ გაერთიანებული ექსპოზიციები ოპტიკური(ხილული) და ინფრაწითელი ფილტრებით არის გაკეთებული, რათა უკეთ იყოს ნაჩვენები კონტრასტი, გაყინული მეთანის მაღლა მყოფ ღრუბლებსა და ატმოსფეროს ზედა ფენების დანარჩენ მოცისფრო გარსს შორის. ნეპტუნის ბრუნვის ღერძი ორბიტის მიმართ 29 გრადუსითაა დახრილი, თითქმის როგორც დედამიწის, ამიტომ ნეპტუნზე სეზონების ცვლილება დაახლოებით იგივე ნაირად ხდება. როცა ნეპტუნის სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, ჩრდილოეთში, შესაბამისად, ზამთარი დგება. ჰაბლის სახელობის ტელესკოპით მიღებულ გამოსახულებაზე ღრუბლების ჩრდლილოეთ ნახევარსფეროსკენ გადანაცვლებაა ნაჩვენები. სინამდვილეში სეზონური ცვლილებები სულ ერთხელ იქნა მას შემდეგ დაფიქსირებული, რაც ფრანგმა მთემატიკოსმა ურბენ დე ვერერმა და ბრიტანელმა მათემატიკოსმა ჯონ კაუჩ ადამსმა ამ პლანეტის მდებარეობა იწინასწარმეტყველეს, ხოლო გერმანელმა ასტრონომმა იოჰან ჰალემ კი ის 1846 წლის 23 სექტემბერს აღმოაჩინა. მზის გარშემო შემოვლას ნეპტუნი 165 წელი ანდომებს, ასე რომ 2011 წლის 12 ივლისს, ნეპტუნმა ერთხელ შემოუარა მზეს მას სემდეგ, რაც ის ადამიანების მიერ იქნა აღმოჩენილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.