”მავენი” და ”მანგალიანი” მარსის ორბიტაზე გავიდნენ

 ორბიტაზე გასვლამდე აპარატის ძრავები 24 წუთის განმავლოაბში მუშაობდნენ. ბოლო მანევრისას ”მანგალიანი” მარსის მეორე მხარეს აღმოჩნდა, რის გამოც მასთან დაკავშირება ვეღარ ხდებოდა. პლანეტის ჩრდილიდან გამოსვლის მერე, ცხადი გახდა, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

 ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც მარსის ორბიტაზე ზონდის გაყვანა პირველივე მცდელობით შეძლო, ასევე ეპირველი აზიური ქვეყანაა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

 ”მანგალიანის” გაშვება 2013 წლის 5 ნოემბერს მოხდა(ინდოეთი: წარმატებული დასაწყისი). ხუთი საკვლევი ინსტრუმენტით აღჭურვილი აპარატის ამოცანა მარსის ზედაპირის შესწავლა იქნება. მისია 74 მილიონი დოლარი დაჯდა, ანუ ყველაზე იაფი მარსისკენ გაგზავნილ ექსპედიციებს შორის.

 მარსის ორბიტაზე გავიდა ნასას ”მავენი”-ც. წითელი პლანეტის ატმოსფეროს შემსწავლელი ზონდის მოგზაურობა ერთი წელი გაგრძელდა, რომლის განმავლობვაშიც მან 710 მილიონი კილომეტრი დაფარა.

 671 მილიონ დოლარად შეფასებული მისის ნამდვილი სამუშაო ახლა იწყება – მარსული ატმოსფეროს ზედა ფენების შესწავლა და იმ ნიუანსების გარკვევა, რომლებიც პილოტირებული მისიებისთვის(2030 წ.) არის საინტერესო.

 Maven – მარსული ატმოსფეროს ევოლუციისა და აორთქლების შემსწავლელი მისია, მონაცემების შეგროვებას ერთი წელი მოანდომებს. ეს, დედამიწისთვის არის ერთი წელი, მარსისთვის ნახევარი. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მასის აპარატი დაახლოებით ავტობუსის ზომისაა, რვა ინსტრუმენტით ბორტზე, ორბიტის სიმაღლე 150 კილომეტრი(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?).

 მომავალ თვეში ”მავენს” ახლო შეხვედრა ექნება კომეტასთან(საიდინგ-სპრინგი), რომელიც 19 ოქტომბერს 132 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრენს მარსს(მარსულ თანამგზავრებს საშიშროება ემუქრებათ…).

maven ნასას მხრიდან ეს არის მარსისკენ გაკეთებული 21-ე გასროლა და პირველი ”ცნობისმოყვარეობის” დაჯდომის მერე. ”ცნობისმოყვარემ” თავის ძირითად სამიზნეს ახლახანს მიაღწია – მთა შარფი, სადაც საბურღი სამუშაოები უნდა ჩაატაროს. მარსმავალი ”ოპორტუნიტი”-ც მწყობრშია(პლანეტამავალთა კოსმოსური რეკორდები), უკვე მეათე წელია რაც წითელ პლანეტას იკვლევს.

 ნასას ახალი ზონდები 2016-18 წლებში გაფრინდებიან მარსისკენ, ასევე ევროპისა(გადაუფრინეთ მარსს) და რუსეთის კოსმოსური საგენტოების ზონდბიც(სად დაჯდება “პასტერი”?). ახალი ამერიკული მარსმავალი 2020 წლისთვის გაიგზავნება, ის ”ცნობისმოყვარეზე”(ყველაზე მაგარი მანქანა…) ძლიერი იქნება, შეაგროვებს ნიმუშებს, დედამიწაზე გამოგზავნის შესაძლებლობით, მოახდენს ჟანგბადის მიღებას მარსის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგიდან(მარსის ორბიტალური მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.