პლანეტამავალთა კოსმოსური რეკორდები

 ნასას სპეციალისტებმა კოსმოსური აპარატების მიერ სხვა პლანეტებზე განვლილი გზების მსოფლიო რეკორდთა სქემა წარმოადგინეს.

 ამერიკულმა მარსმავალმა  – ”ოპორტუნიტი”, რომელიც 10 წელზე მეტია, 2004 წლის იანვრიდან, მარსზე მუშაობს, ახლახანს მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ივლისის ბოლოსთვის მისი ოდომეტრია 40 კილომეტრზე მეტს შეადგენდა, რაც ამ მომენტისთვის სხვა პლანეტაზე გავლილი გზის მიხედვით აბსოლუტური რეკორდია.

 სხვადასხვა პლანეტამავლების მიერ მთვარესა და მარსზე გავლილი გზების სქემა ამერიკის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა 2014 წლის 28 ივლისს გამოაქვეყნეს.

planetamavalta rekordebi

 მეორე ადგილზე საბჭოთა ”მთვარემავალი 2”-ია, რომელმაც მთვარეზე თავის დროზე 39 კილომეტრი გაირა და ამ ფანტასტიკურ რეკორდს დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა. ის 1973 წლის 8 იანვარს მთავრის ზედაპირის მექანიკური თვისებების შესასწავლად, ფოტო და ტელე გადაღებების, დისტანციის ლაზერულ მზომთან(დედამიწიდან – წითელი მთვარე და მწვანე სხივი) ექსპერიმენტისთვის, მზის გამოსხივებაზე დაკვირვებისა და სხვა კვლევებისთვის გაუშვეს(ყველაზე მაგარი მანქანები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.