სატურნის ჩრდილში

 სატურნის ჩრდილში ბევრი საინტერესო რამ შეიძლება გამოჩნდეს. ავტომატური კოსმოსური აპარატი – „კასინი“, ბრუნავდა რა სატურნის გარშემო, ამ გიგანტის ჩრდილში გაიარა და უკან „მოიხედა“, პლანეტით დაფარული მზის მხარეს. „კასინიმ“ შთამბეჭდავი და უნიკალური რამ დაინახა. პირველ რიგში, სატურნის ღამის მხარე ოდნავ განათებულია, მისივე რგოლების სისტემიდან არეკლილი შუქით. რგოლებიც ისევ ისე დიდებულად გამოიყურება, როგორც ყოველთვის, უჩვეულო რაკურსის მიუხედავად. მრავალრიცხოვანი ნაწილაკები, რომლებისგანაც რგოლებია შემდგარი, არასწორი ფორმის პატარა ნამგალს ჰგვანან (ცალმხრივი განათბის გამო, როგორც ახალი მთვარე). saturnis chrdilshiისინი „კასინის“ მიმართულებით სინათლეს ოდნავ განაბნევენ, რაც კარგად ჩანს ამ ბუნებრივ ფერებიან ფოტოზე. ასევე ჩანს რამდენიმე თანამგზავრი და რგოლების დეტალები. ყველაზე უფრო ელვარედ შიდა E-რგოლი ანათებს, წარმოქნილი უჩვეულო გეიზერებისგან, რომლებიც ენცელადიდან იფრქვევა. მარცხენა მაღალ კუთხეში მარსი და ვენერა ჩანს. მარჯვნივ ქვემოთ კი ფოტოს ყველაზე საინტერსო დეტალი: ძლივს შესამჩნევი ბაცი-ცისფერი წერტილიდედამიწა (ცისფერი, ოღონდ არა დედამიწა…; სიცოცხლის ყველა ფერი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.