ამონაფრქვევი ახალგაზრდა ვარსკვლავიდან

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ობიექტ ჰერბიგ-ჰარო 46/47-ის ახალი გამოსახულებები მიიღო. ეს ახალგაზრდა ვარსკვლავია, შემოფარგლული გაზის სწრაფად გაფართოებადი ბუშტით(jpl.nasa).

მკვლევართა განცხადებით, HH 46/47, როგორც სხვა ჰერბიგ-ჰაროს ობიექტები, ვარსკვლავია, რომელიც პროტოპლანეტარული დისკოს მატერიის ნარჩენებს აქტიურად იშორებს. გაზის ნაწილს მნათობი შთანთქავს, ხოლო ნაწილი სისტემის ფარგლებს გარეთ ორი ჭავლით განიდევნება, რომლებიც ვარსკვლავის ბრუნვის ღერძის გასწვრივ არიან ორიენტირებული. ადრე ჩატარებული დაკვირვებებით ამ ობიექტის გადაღება რამდენიმე დიაპაზონში მოხერხდა, თუმცა დაბალი ხარისხით. ახალი კვლევებით გაზის გამოდინების სიჩქარეც გაირკვა, მისი სიდიდე ძველ შეფასებებზე შესამჩნევად მაღალია.

 გაზის მაღალი სიჩქარიდან გამომდინარეობს, რომ ნაკადი ტურბულენტურია, რადგან ლამინარული დინებიდან ხვეულ მოძრაობაზე გადასვლა სწორედ მაღალ სიჩარესთან არის დაკავშირებული. მაღალი ტუბულენტურობა, როგორც ასტროფიზიკოსები გვიხსნიან, გაზში არაერთგვაროვნებების გაჩენას იწვევს, რომლებიდანც მომავალში სხვა ვარსკვლავების ზრდის წერტილები ფორმირდებიან.

 ჰერბიგ-ჰაროს ობიექტები ყველაზე უფრო მცირე ხნით არსებობენ, დაახლოებით რამდენიმე ათასწლეული. ზოგჯერ, ასტრონომები განსხვავებას რამდენიმე წლის ინტერვალით გადაღებულ ფოტოებზეც კი ამჩნევენ(HH 151; პროტოპლანეტარული დისკოს უცნაური გაქრობა; გაზურ-მტვროვანი დისკო ვარსკვლავების გარშემო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.