სუპერსიმეტრიული ნაწილაკები არც დაშლის რთულ არხებში ჩანან

 დიდი ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სუპესიმეტრიის იდეის შემოწმება და სუპერსიმეტრიული ნაწილაკების ძებნაა. დაკ-ის ამუშავებამდე თეორეტიკოსები იმედოვნებდნენ, რომ სუპერსიმეტრიული ნაწილაკები ამაჩქარებლის ამუშავებისთანავე იქნებოდნენ აღმოჩენილნი. უკვე სამი წელი გავიდა და სუპერსიმეტრიის არანაირი კვალი არ ჩანს(თეორია ფერმიონებსა და ბოზონებს აკავშირებს და მათ ურთიერთგარდაქმნის, მარტივად რომ ვთქვათ მატერიის ურთიერთქმედებად და პირიქით გარდაქმნის, შესაძლებლობას წინასწარმეტყველებს).

 რა თქმა უნდა, ეს მონაცემები თვითონ იდეას ვერ უარყოფენ. მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ რაიმე ელვარე ეფექტის ადვილად აღმოჩენას მეცნიერები არ უნდა ელოდნენ. ძიების გაგრძელება კვლავინდებურად შესაძლებელია, ოღონდ შედეგის მიღება ძნელად გასაანალიზებელი მოვლენებიდან მოხდება.

 ადრონულ კოლაიდერებზე, ადვილად შესასწავლ მოვლენებად „სუფთა“ მოვლენები ითვლებიან, ენერგიული ფოტონებით, მიუონებით ან ელექტრონებით(ატომი), ხოლო რთულად „ჭუჭყიანი“ მოვლენები, რომლებშიც დიდი რაოდენობით ადრონები იბადებიან(კვარკი,ადრონიზაცია…). სუპერსიმეტრიის ძებნა ლეპტონურ არხებში ჯერჯერობით შედეგს ვერ იძლევა, ამიტომ მეცნიერებს მრავალადრონებიანი პროცესების შესწავლა და მათში სტანდარტული მოდელიდან გადახრების ძიება მოუწევთ.

 ახლახანს კოლაბორაცია CMS-მა ჰიპოთეტური ნაწილაკების ძებნასთან დაკავშირებით ახალი შედეგები გამოაქვეყნა, რომლებშიც ისინი წყვილებად ჩნდებიან და სამ ადრონულ ჭავლად იშლებიან. განიხილებოდა სამი ვარიანტი: როცა სამივე ჭავლი მხოლოდ მსუბუქ ადრონებს შეიცავენ ან როცა ერთი მათგანი მძიმე b-კვარკით იწყება(ამ ვარიანტის ანალიზი პირველად ჩატარდა). 8 ტევ. ენერგიაზე დაგროვებული მთელი სტატისტიკის დამუშავების მერე, კოლაბორაციამ ვერაფერი აღმოაჩინა ისეთი, რაც სტანდარტული მოდელის ჩარჩოებიდან გადის. ძებნის ორივე ვარიანტებში ჰიპოთეტურ ნაწილაკებზე მხოლოდ ახალი შეზღუდვებია მიღებული.

 მსგავსი კვლევები 2014 წელსაც გაგრძელდება, სანამ კოლაიდერი სამუშაოების ახალ ეტაპზე გადავა, თუმცა, როგორც ჩანს, ახალი მონაცემების მიღებამდე რაიმე სიახლეს არ უნდა ველოდოთ(არასუპერსიმეტრია: იშვიათი დაშლა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.