3C273-ს ანომალურად მაღალი ტემპერატურა

 კოსმოსური რადიოობსერვატორიის – „რადიოასტრონი“(რუსეთი), მიერ გადმოცემული მონაცემებით ირკვევა, რომ კვაზარის – 3C273, ეფექტური ტემპერატურა 10-დან 40-მდე ტრილიონ გრადუსს უტოლდება ცელსიუსით და თეორიულად დასაშვებს 10-ჯერ აჭარბებს(Astrophysical Journal Letters).

 კვაზარიდან ამოსული ჯეტების შემადგენელი პლაზმის ეფექტური ტემპერატურა, 500 მილიარდ გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. ამ ტემპერატურის ზღვარი კომპტონისეულ(კომპტონის ეფექტი) უკუეფექტს უკავშირდება: თუ ელექტრონების ენერგია ამ ზღვარს აჭარბებს, ისინი ზვავისებურად, ფოტონებზე გადაცემით იშორებენ მას. კვაზარი 3C273 ამ შეზღუდვას არღვევს, ხოლო ამ ფენომენის მხოლოდ რელატივისტური ეფექტებით ახსნა, საკმარისი არ არის(აქვს თუ არა ტემპერატურას ზღვარი?).

 კვაზარი 3C273, 1963 წელს ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით იქნა აღმოჩენილი. მაშინვე ნათელი გახდა, რომ ეს კვაზი-ვარსკვლავები, აქტიური გალაქტიკების ბირთვებია, მდებარე მილიარდობით წლის იქეთ. ამ კომპაქტური ობიექტების ელვარება, მთელი გალაქტიკის ელვარებას შეიძლება აჭარბებდეს. კვაზარის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი, მატერიას თავისკენ იზიდავს, ზემაღალ ტემპერატურამდე აცხელებს(შავ ხვრელს ბირთვული სინთეზის განხორციელება შეუძლია), ნაწილს შთანთქავს, ნაწილს კი ჯეტების სახით უკან ასხივებს(M87: ელიფსური გალაქტიკა ნაწილაკების ჯეტით; ჩვენი გალაქტიკის ჯეტები რენტგენის დიაპაზონში).

 თვითონ კოსმოსური აპარატი, ლავოჩკინის სახელობის სამეცნიერეო საწარმოო გაერთიანებაში შეიქმნა, პროექტ „Радиоастрон“-ის ჩარჩოებში, ხოლო მისი მოწყობილიბა ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ასტროკოსმოსურ ცენტრში(რუსებმა ორბიტაზე რადიოტელესკოპი გაუშვეს?!). „спектр-Р”-ი განკუთვნილია მძლავრი კოსმოსური რადიოწყაროების შესასწავლად, როგორებიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები. მეცნიერთა აზრით, ის ასტრონომებს დაეხმარება იმ პროცესების უკეთ გაგებაში, რომლებიც ხსენებულ რადიოწყაროებთანაა დაკავშირებული(კვაზარები; რუსული „რადიოასტრონი“ შორეული გალაქტიკის ბირთვს ხედავსრადიოტელსკოპი დიამეტრით 200 ათასი კილომეტრიელმაგნიტური გამოსხივება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.