ერთხელ მზის გარშემო

 ნეპტუნი თავისი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს თითქმის 16 საათში აკეთებს. ამიტომ მზის სისტემის უშორესი გაზური გიგანტის ეს 4 ფოტო, გადაღებული ოთხ საათიანი ინტერვალებით, ერთ ნეპტუნისეულ დღეს ფარავს.

ყურადღებით:კოსმოში ქალია!

 ერთი შეხედვით ეს საოცრად ნაზი და ფაქიზი არსებები შეიძლება სულაც არ იყონ ნაზები, სინამდვილეში ისინი ძალიან ძლიერი და ჭკვიანი ქმნილებები არიან, რომელთაც საკმაოდ დიდი მიღწევები აქვთ ყველა სფეროში, მათ შორის ასტრონომიაში.

სიცოცხლე, დედამიწაზე ადრე გაჩნდა

 მეცნიერთა განცხადებით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სიცოცხლე დედამიწის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, სრულიად შესაძლებელია მზის სისტემის გარეთაც.

საუკეთესო დედამიწა…

 18 აპრილს ნასას სწავლულებმა ტელესკოპ “კეპლერი”-ს საშუალებით 3 დედამიწის მსგავსი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მათგანი, როგორც ისინი ამბობენ, ყველაზე მეტად გავს ჩვენს დედამიწას, სახელად Kepler-62f.

ბნელი მატერია დღის სინათლეზე გამოდის

 მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ბნელი მატერიის კრიოგენული ძებნის(Cryogenic Dark Matter Search) ექსპერიმენტს მინესოტას ღრმა მაღაროში, დეტექტორ CDMS-II-ზე ატარებს, კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ვიმპების(სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკები) დიაპაზონის შესაბამისი სამი მოვლენა დააფიქსირეს. ვიმპები კი ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკების ძირითად კანდიდატებად ითვლებიან(Phys.Org).

ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ

 ზედაპირული ბაქნების ფრაგმენტებს დედამიწის სიღრმეში, ბირთვამდე მიღწევა და უკან „ამოყვინთვა“ შეუძლიათ. თუმცა, ეს მოგზაურობა ძალიან დიდი ხანი გრძელდება – ორ მილირდ წელზე მეტი(Nature News).

ანარეკლი სინათლის სიჩქარით მოძრავი სარკიდან

 აინშტაინის გენიალურ ტვინში ჩატარებული წარმოსახვითი ექსპერიმენტი, რომელშიც სარკე სინათლის სიჩქარის მახლობელი სიჩქარით მძრაობს, მისი ზედაპირიდან არეკლილი სინათლის ტალღის სიგრძეს ცვლის, პრაქტიკული ექსპერიმენტით შემოწმდა(Max Planck Institute of Quantum Optics).