ასტრონომებმა ორბიტალური ობსერვატორია „კეპლერის“ საშუალებით პატარა ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, მერკურიზე პატარა და მსუბუქი.
Kepler-37b პირველი ეკზოპლანეტაა, რომელიც მერკურიზე პატარაა. ის ქნარის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, დაახლოებით 210 სინათლის წლის მანძლზე დედამიწიდან. მეცნიერთა ვარაუდით, Kepler-37b კლდოვანი პლანეტაა, ზედაპირის ტემპერატურით 427 გრადუსი ცელსიუსით, ამიტომ იქ სიცოცხლის არსებობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
Kepler-37b მთვარეზე ოდნავ დიდია, თავისი ვარსკვლავის გარშემო ერთ სრულ ბრუნს 13 დღეს ანდომებს. დაახლოებითი შეფასებებით, მისი ზედაპირის ტემპერატურა 400 გრადუსზე მეტია.
ასტრონომებმა Kepler-37b სხვა დიდ პლანეტებთან ერთად აღმოაჩინეს, ესენი არიან Kepler-37с და Kepler-37d(სახელები). Kepler-37с ვენერაზე ოდნავ დიდია, 21 დღიანი ორბიტალური პერიოდით, ხოლო Kepler-37d დედამიწაზე ოჯერ დიდი, ორბიტალური პერიოდით – 40 დღე.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ათასზე მეტი ეკზოპლანეტა იქნა აღმოჩენილი. ეს აღმოჩენა კი „კეპლერიდან(იოჰან კეპლერი)“ მიღებული მონაცემების ანალიზით ეიმსის სახელობის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა გააკეთეს.