ირმის ნახტომი სპირალური გალაქტიკაა, გარშემორტყმული გაზისა და მტვრის დისკოთი, რომელშიც ჩვენი მზის სისტემაც მდებარეობს. ცნობილია, რომ ირმის ნახტომს ოთხი ძირითადი სპირალური მკლავი აქვს: პერსევსის, გედის, კენტავრისა და ორიონის მკლავები. იგი 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავს შეიცავს, აქ 50 მილიარდამდე პლანეტაა, ხოლო 500 მილიონი პლანეტა სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში შეიძლება მოძრაობდეს თავიანთი ვარსკვლავების გარშემო. ირმის ნახტომის დიამეტრი 100 000 სინათლის წელია, ხოლო სისქე – 1000 სინათლის წელი, მოკლედ, ძალიან დიდია, თუმცა ამაზე ბევრად დიდი გალაქტიკებიც არსებობს. მზეს 250 მილიონი წელი სჭირდება რათა სრული ბრუნი გააკეთოს ირმის ნახტომის ირგვლივ, ეს არის ერთი გალაქტიკური წელი. ხოლო სულ რაღაც რამდენიმე ათეული მილიონი წლის წინ, ჩვენი მზე იმ პოზიციაზე იყო, როცა დედამიწაზე დინოზავრები ბატონობდნენ. ჩვენი გალაქტიკა იმ 200 მილიარდი გალაქტიკიდან ერთ-ერთია, რაც კი დღემდე აღმოუჩენიათ, დამზერის ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად მათი რიცხვი კიდევ უფრო მატულობს.
ძველი ბერძენი ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ ირმის ნახტომი უამრავი ვარსკვლავური გროვისგან შედგებოდა. პირველი ვინც დაამტკიცა, რომ ირმის ნახტომი უამრავი ვარსკვლავისგან შედგებოდა, გალილეო გალილეი იყო, 1610 წელს მან თავისი ხელით გაკეთებული ტელესკოპით შეძლებისდაგვარად შეესწავლა ჩვენი გალაქტიკა. მას შემდეგ იყო უამრავი მეცნიერის მოსაზრებები ირმის ნახტომის რაობის შესახებ, თუმცა, ზოგადად, ჩვენი და სხვა გალაქტიკების შესწავლის საწყისად 1920 წელი შეიძლება ჩაითვალოს, როცა აშშ ასტრონომმა, ედვინ ჰაბლმა, სხვა გალაქტიკების ნამდვილად არსებობა დაამტკიცა და მანძილების გაზომვის მეთოდი შეიმუშავა.
რაც შეეხება ჩვენს მზის სისტემას, ასე რომ ვთქვათ, იგი ირმის ნახტომის ნახევარ გზაზე მდებარეობს, ორიონის მკლავის კიდეზე. ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია, რომლის გარშემო, სავარაუდოდ, საშუალო მასის ხვრელი ბრუნავს. ეს და სხვა მონაცემები გამუდმებით ზუსტდება.
ძალიან საინტერესო იყო