ყველაზე სწრაფი ტელესკოპი

  ავსტრალიაში ოფიციალურად გახსნეს ASKAP-ი, პირველი ფაზა მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის SKA (Square Kilometre Array – ანტენების კვადრატულ კილომეტრიანი მასივი)-ს მშენებლობაში(წყარო).

ვარსკვლავთგროვაში პირველად აღმოაჩინეს ხვრელების წყვილი

  ამერიკელმა ასტრონომებმა ვარსკვლავურ გროვა М22-ში(მშვილდოსნის თანავარსკვლავედი) ორი ცალკეული შავი ხვრელის აღმოჩენის შესახებ გააკეთეს განცხადება(Nature; ScienceNow).

დედამიწელები – ცივილიზაციის ყველაზე უფრო ადრინდელი სახე

 ცნობილი ინგლისელი მწერალი და გამომგონებელი არტურ ჩარლზ კლარკი(Sir Arthur Charles Clarke) წერდა, ტრილიონობით წლის მერე, განვითარებით ძალიან შორს მყოფი ცივილიზაცია იტყვის, რომ მას სამყაროს ახალგაზრდობა ახსოვს.

სულ უფრო მზარდი გაფართოება

 ”სპიცერით” კოსმოსის დამზერა ინფრაწითელი დიაპაზონის შედარებით გრძელ ნაწილში ჩატარდა, რადგან ის ცვლადი ვარსკვლავების განსაკუთრებული კლასის – ცეფეიდების კვლევაზე იყო ფოკუსირებული(NASA).

ძალიან ახლოს შავ ხვრელთან

 ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელთან რეკორდულად ახლო მანძილზე მდებარეობს. ვარსკვლავი S0-102 ელვარებით არ გამოირჩევა და ხვრელის გარშემო 11,5 წლიანი პერიოდით ბრუნავს(Science).