სატურნის თანამგზავრ ტიტანზე მდინარე აღმოაჩინეს, ნილოსივით, ოღონდ მინიატურაში, მასში წყლის მაგივრად თხევადი ნახშირწყლები მიედინება(ESA;NASA).
ფოტოზე, რომელიც ზონდმა ”კასინიმ” გადაიღო, ხეობა მოჩანს კალაპოტით, 400 კილომეტრზე მეტი სიგრძით, სათავედან დაწყებული, დიდი ”წყალსატევით” დამთავრებული. მისი ფორმა ნაპრალურ წარმომავლობაზე მეტყველებს. დედამიწის ფარგლებს გარეთ ეს პირველი ასეთი აღმოჩენაა: კალაპოტის ბნელი და ბტყელი ზედაპირით თუ ვიმსჯელებთ, ის დამშრალი არ უნდა იყოს, თუმცა მას არა წყალი, არამედ თხევადი ნახშირწყალბადები ავსებს.
ტიტანი ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი ციური სხეულია, რომლის მყარ ზედაპირზე სითხის დიდი და სტაბილური მარაგი ნამდვილად არსებობს, ძირითადად – მეთანის სახით. მას თავისი წრებრუნვა აქვს, თავისი ღრუბლები, ტბები და ზღვები(ოკეანე ტიტანზე). 2010 წლის იქაური ზაფხულის დროს ”კასინიმ” ეკვატორულ რაიონში ნახშიწყალბადების მატება დააფიქსირა, რაც ”წვიმების” სეზონით იყო გამოწვეული.
ახალი ფოტო, მიღებული 2012 წლის 26 სექტემბერს, ტიტანის ჩრდილოეთი პოლუსის მახლობელ ტერიტორიას მოიცავს, მდინარით, რომელიც ლიგეის ზღვაში ჩაედინება. ზღვას შთამბეჭდავი ზომა აქვს, ის კასპიის ზღვაზე დიდია და თითქმის ხმელთაშუა ზღვის ტოლი. ამ მდინარის სიგრძე ნილოსისას ვერ შეედრება(ის 4000 კილომეტრზე მეტი სიგრძისაა), მაგრამ ტიტანი ყველაზე უფრო მეტად გვაგონებს ჩვენ პლანეტას(ერთნაირი ფენა ატმოსფეროებში).
”ეს სურათები დინამიურ მინისამყაროს წარმოგვიდგენს, რომელიც მუდმივად იცვლება. მოდის წვიმა, მდინარეები ივსება და სითხეს ტბებისა და ზღვებისკენ მიაქანებს, რომლებშიც ის ორთქლდება და ციკლის საწყისს უბრუნდება(ატმოსფერო). განსხვავება იმაშია, რომ დედამიწაზე ეს სითხე წყალია, ხოლო ტიტანზე – მეთანი” – ამბობს მისია “კასინის” თანამშრომელი სტივ უოლი(ტიტანს ნავით გამოიკვლევენ; ტიტანზე დაშვების ხმა).