უკანასკნელ წლებში კოსმოლოგები, თითქოს შეთანხმდნენ, რომ გალაქტიკები პირველადი ცივი გაზური ღრუბლების ხვეულებით ფორმირდებიან.
გალაქტიკათა მასები მილიარდობით და ასეულ მილიარდობით მზის მასას უტოლდებიან. პირველადი ღრუბლების მასები ზუსტად არ არის ცნობილი, ალბათ უფრო ნაკლები, მილიონი მზის მასებით, როგორც ჩვენი გალქტკის სფერული გროვების მასები. ასეთი ღრუბლების არსებობის მთავარ მტკიცებულებას შორეული კვაზარების სპექტრში ნახულობენ: ძალიან ბევრი ასეთი ღრუბელია ჩვენსა და კვაზარებს შორის, ამიტომ მასში გასული სინათლის სხივი სპექტრში წყალბადის შთანთქმის ხაზებს იძლევა.
თუმცა, 2001 წელს აღმოჩენილი იქნა მასიური ღრუბელი გაზების მარაგით, რომელიც გიგანტური გალქტიკის ფორმირებისათვის სრულიად საკმარისია, 100 მილიარდი ვარსკვლავით.
ღრუბელი კვაზარ АРМ 08279+5255-ზე დაკვირევბის დროს იქნა აღმოჩენილი. კვაზარი 1998 წელს აღმოაჩინეს, წითელი წანაცვლებით z = 3.91, ანუ იქამდე მანძილი 12 მილიარდი სინათლის წელია. მას მერე ობიექტს ხილულ დიაპაზონშიც იკვლევდნენ და მის გარშემო ფორმირების პროცესში მყოფი გაალქტიკაც გამოვლინდა, ზემასიური შავი ხვრელით ცენტრში. ყველაზე დიდი ტელეკოპის გამოყენებით(VLA), ასტრონომებმა ღრუბელში ნახშირჟანგის(СО) კვლების ძებნა დაიწყეს. როგორც ცნობილია, ნახშირჟანგი არის ინდიკატორი ღრუბელში წყალბადის არსებობისა, რომელიც ვარსკვლავების ფორმირებისათვის საჭირო მთავარი კომპონენტია. ადრე СО-ს რეგისტრირება დიდ მანძილებზე მხოლოდ ცხელ გაზებში ხდებოდა. აქ კი СО ზემასიურ ხვრელთან ახლოს იქნა აღმოჩენილი, ყველაზე უფრო დიდი მოულოდნობა ცივი СО-ს ხვრელიდან ძალიან დიდ მაძილზე დაფიქსირება იყო. СО-ს რაოდენობის მიხედვით შეიძლება შეფასდეს, რომ ღრუბელში 100 მილიარდი ვარსკვლავის ფორმირებისათვის საჭირო წყალბადის მარაგია. როგორც ა.შ.შ-ს ნაციონალური რადიოასტრონომიის თანამშრომელი კრის კარილი ამბობს:“გაზის ასეთი დიდი რეზერვუარის აღმოჩენა პირველად მოხდა. СО იმაზე მეტყველებს, რომ ვარსკვლავთა პირველმა თაობამ ევოლუციის დასრულება და ზეახლებად აფეთქება მოასწრო, კოსმოსში ნახშირბადისა და ჟანგბადის გამოტყორცნით“.
ლონდონის კოლეჯის თანამშრომელი რობ აივისონი ამბობს:“ცივი გაზების აღმოჩენის უნატიფესი მეთოდის განვითარებას დაახლოებით რვა წელი დასჭირდა, თუმცა ძალისხმევამ გაამართლა, იმ შედეგებით, რომლებიც ობიექტ АРМ 08279+5255-ზე დაკვირვებით იქნა მიღებული“.
httpv://www.youtube.com/watch?v=uY24JAUsy5sსამყაროს პირველი გალაქტიკები.
httpv://www.youtube.com/watch?v=MncUDWhPB_Eირმის ნახტომის ფორმირება. ის პირველად ცივ გაზებს, ვარსკვლავებს და ჯუჯა გალქტიკებს იერთებს.
(თოვლის ფიფქივით; ახალგაზრდა გალაქტიკებს ზრდა ცივი გაზების ხარჯზე შეუძლიათ; გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; „პლანკმა“ გალაქტიკური მხუთავი გაზის(СО) რუქა შეადგინა; გალაქტიკები).