ყინულის ზვავი იაფეტზე

 ”კასინიმ”, სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრზე ყინულის ზვავები აღმოაჩინა. ასტრონომებმა, ყინულის ზვავები მარსზეც აღმოაჩინეს, თუმცა მსგავსი მოვლენა პირველად იქნა დაფიქსირებული სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრზე – იაფეტზე. ზვავები საპლანეტათშორისო ავტომატურმა თანამგზავრმა – ”კასინი”, დააფიქსირა.  ასტრონომთათვის, ყინულის მასიური ზვავების აღმოეჩენა მზის სისტემის კიდევ ერთ ობიექტზე(იგულისხმება დედამიწა) საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო აღმოჩენაა.

 მკვლევარი ბილ მაკინონი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან ამბობს: ”ეს ნამდვილი გამოცანაა. გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო ეს ზვავები იაფეტზე. საინტერესოა, რამ გამოიწვია მათი პროვოცირება?”.

 იაფეტი, ოცდამეოთხეა სატურნის 62 თანამგზავრს შორის, ზომით კი მესამე. მას სატურნ VIII უწოდებენ, ის, 1671 წლის 25 ოქტომბერს ასტრონომმა ჯოვანი კასინიმ აღმოააჩინა(ს.ა.ს-”კასინი).

 სავარაუდოდ, ეს თანამგზავრი მთლიანად წყლის ყინულისგან უნდა შედგებოდეს, რადგან მისი სიმკვრივე 1,083 გ/სმ³-ს უტოლდება. იაფეტს ნათელი და ბნელი მხარეები გააჩნია, სატურნისკენ კი ყოველთვის ერი მხრითაა მიბრუნებული(როგორც მთვარე). შესაბამისად, ერთი მხარე ყოველთვის ორბიტაზე მოძრაობის მიმართულებით იყურება და სწორედ ის არის მთლიანად ბნელი, როგორც შავი ფისი. საწინააღმდეგო მხარე კი პირიქით, ახლი თოვლივით ელვარებს, რითაც მზის სისტემის ყველაზე კაშკაშა ობიექტს, იუპიტერის ევროპასაც კი უწევს მეტოქეობას ელვარებაში.

 მიუხედავათ იმისა, რომ მარსი გაცილებით დიდია იაფეტზე, ამ უკნასკნელის ყინულოვანი ზვავების მასა, მარსული ზვავების მასას აჭარბებს. მეცნიერები ამბობენ, რომ იაფეტზე, ყინულოვანი მასების მოძრაობის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს: მიწისქვეშა წყლები, ძლიერად შეკუმშული ჰაერის მოძრაობა, აკუსტიკური ფლუიდიზაცია და სხვა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.