აპარატს ეს სახელი იტალიელი ასტრონომის, ჯოვანი კასინის საპატივცემულოდ შეარქვეს. კოსმოსური მისიის ნაწილი იყო პროგრამა კასინი-ჰიუიგენსიც (ტიტანზე დასაშვები ზონდი ”ჰიუიგენსი”, NASA-ESA-იტალია). 3 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასებულმა მისიამ სტარტი 1997 წლის 15 ოქტომბერს აიღო და ასაჩქარებლად სამი პლანეტის გრავიტაციული ველი გამოიყენა. აპარატმა ორჯერ ჩაუფრინა ვენერას – 1998-99 წლებში, ხოლო შემდეგ, 1999 წლის აგვისტოში 69 ათასი კმ/წმ. სიჩქარით დედამიწასთან ახლოს გაიარა, 2000 წლის ზამთარში მიუახლოვდა იუპიტერს და მისი ფოტოები დედამიწაზე გადმოსცა. იმ მომენტისთვის ორიენტაციის სისტემამ ხარვეზებით დაიწყო მუშაობა, თუმცა გარკვეული დროის მერე ყველაფერი გამოსწორდა. სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ საორიენტაციო მოწყობილობის მექანიკურ ნაწილში მცირე ხნით მოხვდა მტვერი.
“კასინი-ჰიუიგენსი” (ტიტანზე დასაშვები ზონდი ”ჰიუიგენსით”, NASA-ESA-იტალია).
სადგური სატურნთან 2004 წლის 30 ივნისს მივიდა და მის პირველ ხელოვნურ თანამგზავრად იქცა, ორბიტალური სიჩქარით 15 კმ/წმ. ”კასინის” ბორტზე მიმაგრებული იყო ზონდი ”ჰიუიგენსი”, რომელიც 2005 წლის 14 იანვარს სატურნის უდიდეს თანამგზავრ ტიტანზე დაეშვა.
2008 წელს, ნასამ მისია ”კასინი”, 2010 წლამდე გააგრძელა, ხოლო ამ ვადის გასვლის მერე 2017 წლამდე, რადგან აპარატი ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში იყო.
”კასინის” მასა სტარტის დროს 5710 კილოგრამს შეადგენდა, 320 კილოგრამიანი ”ჰიუიგენსის”, 336 კგ. საკვლევი მოწყობილობებითა და 3130 კგ. საწვავის ჩათვლით. აპარატი აღჭურვილია 2 ძირითადი ძრავით 445 ნიუტონის სიმძლავრით თითოეული(ერთის დაზიანების შემთხვევაში იმუშავებს მეორე). სტაბილიზაციისა და მცირე ორბიტალური მანევრებისთვის აპარატს ასევე გააჩნია დაბალი სიმძლავრის 16 რეაქტიული ძრავი. ”კასინის” სიგრზე 6,7 მეტრია, ხოლო სიგანე 4 მეტრი. ელექტრიენერგიით მას სამი პლუტონიუმიანი თერმოელექტრული გენერატორი უზრუნველყოფს, 11 კგ. პლუტონიუმით თითოეულში.
”კასინის” ორბიტალური მოდული 12 კვლევითი ინსტრუმენტითაა აღჭურვილი. ფაქტიურად ყოველ ინსტრუმენტს თავისი მიკროკომპიუტერი გააჩნია(საიმედოობის ასამაღლებლად). ძირითადი კომპიუტერი IBM-ის ფირმისაა. ადრე ამ კომპიუტერმა საიმედოობა ავიაციის სფეროში დაამტკიცა, კარგად გაუძლო ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაციას. კომპიუტერულ სისტემას შეცდომებისა და ხარვეზებისგან დამცავი მრავალსაფეხურიანი სისტემა გააჩნია. კვლევითი და პროგრამული უზრუნველყოფა ჩაწერილია მექნიკური ნაწილებისგან თავისუფალ ფლეშ-მეხსიერებაზე(ადრე ამ მიზნით მაგნიტურ ლენტს იყენებდნენ).
”ჰიუიგენსმა” ტიტანზე დაშვებასთან ერთად სრულიად მოულოდნელი მონაცემები დააფიქსირა:
- იონოსფეროს მეორე, ქვედა ფენა, 40 და 140 კილომეტრებს შორის.
- მეთანის ყვითელი ბურუსი, რომელიც ტიტანის ზედაპირის დაათვალიერებას ასე ზღუდავს, ატმოსფეროში ყველა სიმაღლეზე ვრცელდება, ითვლებოდა, რომ 60 კილომეტრის ქვემოთ ატმოსფერო გამჭვირვალე იქნებოდა.
- მეცნიერები გააოცა სრულიად უძრავმა ატმოსფერულმა ფენამ, 80 კმ. სიმაღლეზე – აქ ვერც ქარები ააღწევენ, რომლებიც 60კმ-ის დაბლა ქრიან, ვერც ტურბულენტური მოძრაობები, დაფიქსირებული ორჯერ მეტ სიმაღლეზე. ასეთი უცნაური სიმშვიდის ახსნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
- ტიტანის ატმოსფეროს ძირითადი ნაწილი, როგორც დედამიწაზე, აზოტზე მოდის. მნიშვნელობით მეორე გაზი მეთანია (CH4), უკავია ადგილი, რომელიც დედამიწის ატმოსფერულ წყლის ორთქლს შეიძლება შევადაროთ.