10 წუთით გამქრალი თვითმფრინავი

 დაახლოებით 40 წლის წინ, სამგზავრო ავიალაინერი, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მიფრინავდა რა დასაშვები ბილიკისკენ(რ. რეიგანის სახელობის აეროპორტი, ა.შ.შ.), მხედველობიდან გაქრა და 10 წუთის შემდეგ ისევ გამოჩნდა.

 აეროპორტის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ თვითმფრინავი სადღაც ახლოს ჩამოვარდა და სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ბოლოსთან, სადაც ის გაქრობამდე დაინახეს, მისული მაშველების თავზე თვითმფრინავი ისევ გამოჩნდა და დაჯდა.

 ლაინერი სულ 10 წუთი იყო გამქრალი. თვითმფრინავის საათი და მგზავრების საათებიც, ზუსტად 10 წუთით იყო ჩამორჩენილი. ”ნახტომი” დროში ვერავინ შეამჩნია, ილუმინატორებიდან მომზირალი ადამიანების თვალთახედვაში, მოულოდნელად, თითქოსდა არასიდან, ავარიულ-სამაშველო მანქანები გამოჩნდა.

 ამ ინციდენტს მარტინ ქეიდინი იკვლევდა(1927–1997). ის იყო ავიაციისა და ასტრონავტიკის სპეციალისტი, ასევე NASA-ს კონსულტანტიც, რადგან კარგად იცნობდა ამ სააგენტოს ისტორიას. წერდა ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებსაც. ყველაზე უფრო ცნობილი წიგნის – ”კიბორგი”, მიხედვით იქნა გადაღებული ფილმი – ”ადამიანი 6 მილიონ დოლარად”.

 გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ამ გამოძიების გაუხმაურებელი ფაქტების შესახებ ქეიდინმა პარაფსიქოლოგიის სპეციალისტთან, ლოიდ აუერბახთან ისაუბრა. აუერბახის თქმით, კოსტიუმებში გამოწყობილი ხალხი, რა თქმა უნდა, არ არიან ე.წ. Men in Black, ღიმილით ამბობს მკვლევარი. ისინი, კოლონის სახით გადაადგილდებოდნენ ასაფრენი ბილიკის გასწვრივ. შემდეგ თვითნფრინავში ავიდნენ და სიტუაციის კონტროლი თავიანთ თავზე აიღეს.

 თუ ვივარაუდებთ, რომ იქ ”დროის ორმო” მართლაც გაჩნდა, რითი შეიძლება ავხსნათ ეს?

 ”დროში გადაადგილება არც თუ ისე პარანორმალურია. ასეთი ფაქტი ფიზიკურ დონეზეც შეიძლება არსებობდეს. დრო მუდმივად იცვლება. ამასთან ერთად, ჩვენ არ ვიცით, საერთოდ რას წარმოადგენს დრო. თუმცა გვესმის, რომ ის ფარდობითი ცნებაა” – ამბობს აუერბახი.

 დროზე ზემოქმდება სიჩქარისა და გრავიტაციის ცვლილებასაც შეუძლია. თუმცა, ფიზიკა გვკარნახობს, რომ ამის ახსნა შესაძლებელია, უბრალოდ, ყველაფერი ისევ და ისევ დროის ამბავია. ქეიდენმა კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევის დოკუმენტირება მოახდინა. ატომური საათები, დაყენებული წყნარ ოკეანეში არესბულ ერთ-ერთ ატოლზე, გაურკვეველი მიზეზის გამო, რამდენიმე წამის განმავლობაში აღარ სინქრონიზირდებოდა დანარჩენ ატომურ საათებთან.

tcunelas ormo grafikulad

 გარკვეული დროის განმავლობაში აუერბახი, კენედის სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდა და ყურადღების აქცენტირებას დროში და დროის ორმოებში მოგზაურობაზე ახდენდა – გრავიტაცია, თხუნელას ორმო და ა.შ. მისივე თქმით, ეს ორმოები მიკროსკოპული იქნება, თუ საერთოდ არსებობს. ამიტომ ამხელა ავიალაინერის გაქრობა თხუნელას ორმოებით ვერ აიხსნება(ირმის ნახტომი – განზომილებათა გზაჯვარედინი).

 ”დროის ორმოებსა და დროში მოგზაურობასთან დაკავშირებულ ისტორიებზე მთელი მსოფლიოს ხალხები ლაპარაკობს. თუ რომელიმე მათგანი სინამდვილე აღმოჩნდება, მაშინ ეს ყველაფერი არა ზებუნებრივ და პარანორმალურ მოვლენებად უნდა ჩავთვალოთ, არამედ ჩვეულებრივ ბუნებრივ მოვლენებად” – დასძენს აუერბახი(დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა; სად გაქრა რეისი 914?; რა მოხდა ზუსტად 4:10-ზე?; დროში მოგაზურობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.