ფერადი პლუტონი

 პლუტონი იმაზე მეტად მრავალფეროვანია, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. მზის სისტემის ყველაზე უფრო ცნობილი ჯუჯა პლანეტის გამოსახულება და მონაცემები მისი ფერების შესახებ, რომლებიც ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა – ”ახალი ჰორიზონტები”, ამ პლანეტასთან ივლისის თვეში ფრენის დროს გადმოსცა, ციფრული დამუშავებისას იქნა გაერთიანებული, რათა ამ უძველესი პლანეტის მოულოდნელად ახალგაზრდა(გეოლოგიურად აქტიურ) ზედაპირის აქ წარმოდგენილი სახე მიეღოთ. გაძლიერებული ფერებით ნაჩვენები სურათი არა მარტო ლამაზია, არამედ მეცნიერული ფასეულობაც გააჩნია. მასზე ქიმიური შემადგენლობით განსხვავებული რეგიონების გამოყოფაა შესაძლებელი. მაგალითად, გულის ფორმის ტერიტორია – თომბო(პლუტონის აღმომჩენის გვარი), რომელიც განსხვავებული გეოლოგიური სტრუქტურებით არის შუაზე გაყოფილი. მისი მარცხენა მხარე, პლატო – სპუტნიკი, უჩვეულოდ გლუვად გამოიყურება. ”ახალი ჰორიზონტები”, პლუტონს იქეთ ფრენას აგრძელებს, თან უკვე შეგროვილ მონაცემებსა და ფოტოებს გადმოსცემს. მალე ის ბრძანებას მიიღებს, რათა კურსი შეიცვალოს და 2019 წლის იანვარში, 2014 MU69-ს სახელით ცნობილ ასტეროიდს მიუახლოვდეს(კიდევ მისია ”ახალი ჰორიზონტები”-ს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.