მარსი და მაროკოში ნაპოვნი მეტეორიტის კვლევა
მას შემდეგ, რაც მაროკოს ტერიტორიაზე მარსული წარმომავლობის მეტეორიტი ჩამოვარდა, სამ წელიწადზე მეტი გავიდა. აღსანიშნავია, რომ მარსული ქანების ნიმუშების მოხვედრა დედამიწაზე ძალიან იშვიათად ხდება, თან მხოლოდ ბუნებრივი გზით. სულ 90 ფრაგმენტია ნაპოვნი, რომლებიც, სავარაუდოდ, მარსიდან დედამიწაზე მოხვდნენ.
ოთხი მეტეორიტული წვიმა, რომელთა შემდეგაც მარსული ”კენჭები” იქნა ნაპოვნი, 1815, 1865, 1911 და 1962 წლებში იყო. ე.წ. თისინთის(ქალაქი მაროკოში) მეტორიტი, ჩამოვარდნილი 2011 წლის ივლისში, რიგით მეხუთე მარსელი ”სტუმარია, რომელიც ჩამოვარდნის თანავე იპოვეს.
მას მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი იკვლევდა და შედეგებიც ახლახანს გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ მეტეორიტში შემავალი ზოგიერთი მოლეკულები, მხოლოდ ბიოლოგიური აქტიურობით თუ გაჩნდებოდნენ.
ნაჩქარევი დასკვნების კეთება საჭირო არაა, მით უმეტეს მტკიცება იმისა, რომ მარსი ახლაც ”ცოცხალია”. თუმცა, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მეტეორიტი, ვულკანური ან ატმოსფერული წარმომავლობის ნამდვილად არ არის.
მეცნიერების ვარაუდით, მილიონიბით წლის წინათ, მარსს დიდი ასეტროიდი შეეჯახა, რომლის შედეგადაც კოსმოსურ სივრცეში ნამსხვერვები გაიტყორცნა, მათ შორის იყო თისინთიც.
ქიმიური, მიკროსკოპული და იზოტოპული ანალიზით დადგინდა, რომ აღმოჩენილი მეტეორიტის შემადგენელი ნამდვილად მარსული წარმომავლობისაა, ხოლო მის ნაპრალებში ნანახი ორგანული მოლეკულები, დედამიწაზე ჩამოვარდნამდე გაჩნდნენ.
კლიმატის გამოცანა
თისინის მეტეორიტის კვლევებმა მარსმავლის(2020 წ.) შემეცნებითი პროგრამის შეცვლა გამოიწვია. ახლა არა პრიმიტული ორგანიზმების ძებნა იგეგმება, არამედ იმ სიცოცხლის კვლების ძებნა, რომლებიც მარსზე მაშინ არსებობდნენ, როცა წითელი პლანეტის ატმოსფერო სიცოცხლისათვის თავსებად მდგომარეობაში იყო(ტბის არსებობის ახალი მტკიცებულებები ;სიცოცხლეს ხელს არაფერი უშლიდა).
მარსმა არაერთხელ შეიცვალა კლიმატი, რაც მისი ბრუნვის ღერძის დახრილობის ცვლილების გამო ხდებოდა. საინტერესოა, რომ რაღაც ამდაგვარს დედამიწაზეც ჰქონდა ადგილი(ორჯერ დაკარგული ატმოსფერო).
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მარსული კლიმატის ციკლურობაც დადგინდა – დაახლოებით 100 000 წელი. დანალექი ქანების ანალიზმა აჩვენა, რომ პოლუსებს შორის, მზიური სინათლის ხაზის ცვლილებამ მარსის კლიმატური პირობები შეცვალა(მზის დგომა, თანაბარდღეობა და სეზონების ცვლილება).
ერთნაირი ისტორია
ბრუნვის ღერძის დახრილობის კუთხეს დედამიწაც იცვლის. უკანასკნელი 40 000 წლის განმავლობაში დახრილობა 22,1-დან 24,5 გრადუსამდე შეიცვალა. სწორედ ამ პროცესთან არის დაკავშირებული გამყინვარებისა და დათბობის პერიოდები. თუ დახრის კუთხის ცვლილებისას ნახშირმჟავა გაზების ნაკადთა ახალი გადანაწილებაც ხდება, შედეგებს, ყველა ცოცხალი არსებისთვის, ნამდვილად კატასტროფული სახე ექნება(მუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდან; დედამიწის ღერძის პრეცესია და ნუტაცია).
შესაძლებელია, მითებში ასახული გლობალური კატასტროფები, სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება… კლიმატის ცვლიელბის 100 000 წლიანი პერიოდის გარდა, მეცნიერებმა მილიონ წლიანი პერიოდიც გამოყვეს, რაც დედამიწისთვისაც მართებულია. ამ ციკლებს ყველაზე უფრო გლობალური ხასიათი აქვთ და ჯერჯერობით არ არის კარგად შესწავლილი. სპეციალისტთა ვარაუდით, ციკლები, მზის სისტემაში მომხდარ ცვლილებებზეა დამოკიდებული.
ასეა თუ ისე, ექსპერტებს სჯერათ, რომ არსებულ შეკითხვებზე პასუხების მიღება, მარსის ზედაპირზევე ჩატარებული კვლევების შედეგად მოხდება(სიცოცხლის კვალი მარსზე?; სიცოცხლე მარსზე; მარსული ნახშირბადი ვულკანური წარმოშობისაა ;ხონდრიტები და ახონდრიტები).