მეტეორიტის ფრაგმენტი ოქროზე ძვირფასია

 ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ 2011 წელს მაროკოში ნაპოვნი მეტეორიტის ფრაგმენტებს მარსული წარმომავლობა აქვთ. დღეისათვის ამ ფრაგმენტების ფასი ოქროზე და პლატინაზე გაცილებით მეტია.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში, მაროკოში ცეცხლოვანი ბურთი ჩამოვარდა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში, დაცემის ადგილზე, გეოლოგებმა 1 დან 7 კილოგრამამდე წონის ფრაგმენტები იპოვეს.
მრავალრიცხოვანი კვლევებით, რომლებიც ფრაგმენტებზე ჩატარდა, დადგინდა, რომ მეტროტიტი მართლაც წითელი პლანეტის ნაწილია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს ფრაგმეტები მარსს მილიონობით წლის წინათ გამოეყვნენ(ასტეროიდული ბომბარდირებით) და დედამიწაზე ჩამოვარდნამდე მზის სისტემაში მოგზაურობდნენ.
1962 წლის მერე მეცნიერებს ასეთი ძვირფასი ციური საჩუქარი აღარ მიუღიათ. ჯერ კიდევ კვლევის ჩატარებამდე, სხვა და სხვა უნივერსიტეტები და მუზეუმები ფრაგმენტების სანაცვლოდ ათსობით დოლარს სთავაზობდნენ მპოვნელებს. დღეისათვის ამ ნიმუშის 30 გრამის ფასი 11 000 დან 22 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.